ანგარიში

პაროლის აღდგენა

Coffeehub.ge-ს შესახებ

Coffeehub.ge არის ყავის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში. საიტის მიზანია ყავის სმის კულტურის განვითარება, მომხმარებლებში ცნობიერების ამაღლება ყავაზე და ყავის პროდუქტებზე.

თქვენ წინაშეა პლატფორმა, რომელიც ბაზარზე არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს გააერთიანებს და მომხმარებელს ერთ სივრცეში წარუდგენს.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ ყავის მოყვარული ენთუზიასტები, რომლებმაც ერთ დღეს გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ყავის ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რითაც ყველასათვის უფრო ცნობადსა და ხელმისაწვდომს გავხდიდით კარგ ყავას.

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?

ჩვენი მიზანია, დღიდან დღემდე მივაღწიოთ ყველა ჩვენი პარტნიორის გაყიდვების ზრდას. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც ყავის ნაყოფის არსს ჩასწვდა და ცდილობს ის მომხმარებლამდე საკუთარი პროდუქტებით მიიტანოს.

დაგეგმილი ღონისძიებები

ყავის ინტერნეტ მაღაზიამ ფუნქციონირება თბილისში, 2021 წლის მაისში დაიწყო. მომხმარებელს მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო პროდუქტებსა და ფუნქციებს. მოგვაწოდეთ თქვენი იდეებიც.

X