როგორ მივიღო საჩუქარი?
საჩუქრის მიღება პროდუქტის შეძენის პროცესის მსგავსია, განსხვავებულია მხოლოდ გადახდის მეთოდი – საჩუქრები იცვლება ქულებში. ცალკე საჩუქრის მიტანის სერვისი არ გვაქვს, მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს დაფიქსირებულ შეკვეთასთან ერთად ან საჩუქრის სპეციფიკიდან გამომდინარე მიწოდების განსხვავებულ პირობებზე მას Coffeehub.ge-ის ოპერატორი თავად დაუკავშირდება. სხვადასხვა გადახდის მეთოდის გამო პროდუქტი და საჩუქარი ერთ კალათაში ვერ მოთავსდება, მომხმარებელმა ცალ-ცალკე უნდა გააფორმოს მათზე შეკვეთა, ხოლო მიღებით ერთად მიიღებს.
როგორ დავაგროვო ქულები?
ქულებს აგროვებ მაშინ, როცა ყიდულობ პროდუქტს ნებისმიერი კატეგორიიდან ყავის აპარატების გარდა (1₾=1 ქულა), იწვევ მეგობარს (1 რეფერალის რეგისტრაცია=1 ქულა), მეგობარი ყიდულობს პროდუქტს (1₾=0.5 ქულა).
საჩუქრების გვერდი პერიოდულად განახლდება. ამიტომ, ხშირად შემოდით Coffeehub.ge-ზე და გადახედეთ ჩვენს საჩუქრებს!