ანგარიში

პაროლის აღდგენა

წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს მომხმარებლის მიერ კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს. მომწოდებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე დოკუმენტით. მომხმარებლის მიერ საიტზე ავტორიზაცია/რეგისტრაციის გავლა, საიტიდან ინფორმაციის მიღება ან საიტის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესები და პირობები.

ტერმინთა განმარტება

  1. წინამდებარე დოკუმენტში, თუ კონტექსტით სხვა რამ არ არის ნაგულისხმევი, ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
    კომპანია – შპს „კოფიჰაბ.ჯი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/ნ: 404612362).
    საიტი – საქართველოს კანონის “ელექტრონული კომერციის შესახებ“ შესაბამისად, საქონლის რეალიზაციის მიზნით შექმნილი ვებ-გვერდი coffeehub.ge.
    პროდუქცია – საიტის მეშვეობით გასაყიდად წარმოდგენილი ნივთი.
    მომწოდებელი – იურიდიული პირი, რომლის პროდუქციაც წარმოდგენილია საიტზე გასაყიდად.
    მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.
    შეკვეთა – საქონლის ჩამონათვალიდან შერჩეული გარკვეული პოზიციები, რომელიც მიუთითა მომხმარებელმა შეკვეთის განთავსებისა და გადახდის შესრულებისას.
    აქცია – კომპანიის მიერ გაყიდვების წასახალისებლად მიმართული ღონისძიება, რომელიც გარკვეულ პროდუქტებზე შეღავათიანი პირობების დაწესებას გულისხმობს დროის მოკლე პერიოდით ან წინასწარ განსაზღვრული საჩუქრების გადაცემას აქციის პირობებით გაწერილი პრინციპით შერჩეულ მომხმარებელზე, რისთვისაც ის არანაირ საზღაურს არ იხდის.

ზოგადი პირობები

3.1 კომპანია ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს საიტის მეშვეობით შეძენილი პროდუქცია, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებით;

3.2 მომხმარებელს აქვს უფლება გააფორმოს შეკვეთა ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც წარმოდგენილია საიტზე რეალიზაციის მიზნით;

3.3 თითოეული პოზიცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს შეკვეთაში ნებისმიერი რაოდენობით თუ პროდუქციის რაოდენობა არ არის შეზღუდული მომწოდებლის მიერ ან სხვა რამ არ არის განსაზღვრული მიმდინარე აქციის პირობებით;

3.4 საქონლის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს ამის შესახებ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

3.5 საქონლის არ არსებობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს შეცვალოს ის სხვა საქონლით, უარი თქვას ამ საქონელზე და დაიბრუნოს ანგარიშზე შესაბამისი თანხა ან გააუქმოს შეკვეთა და მოსთხოვოს კომპანიას თანხის უკან ჩარიცხვა.

გადახდის წესი

4.1 გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში;

4.2 უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საიტიდან ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ერთ-ერთზე შეკვეთის გაფორმებისას;

4.3 ფულადი სახსრების არ მიღების შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა მომხმარებლის გაფრთხილების შემდეგ.

შეკვეთის მიწოდების პირობები

5.1 საიტზე შეძენილი საქონლის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი საკურიერო სერვისის გამწევი კომპანიის მიერ;

5.2 მიწოდება ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო დღის სამუშაო საათებში შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო სამუშაო დღეს თბილისსა და რუსთავში, მეოთხე-მეხუთე სამუშაო დღეს რეგიონებში;

5.3 თბილისში შეკვეთის მიტანის საფასური შეადგენს 6.5 ლარს, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი 10 ლარს თუ პროდუქტის ჯამური წონა 5 კილომდეა. 5 კილოდან შეკვეთის მიტანის პირობებზე შემკვეთს მაღაზიის წარმომადგენელი დაუკავშირდება და შეუთანხმდება.

რეგისტრაციის/ავტორიზაციის წესები

6.1 მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.

6.2 მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

7.1 კომპანია არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს საიტზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებასა და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე.

7.2 მყიდველი ვალდებულია დროულად გადაიხადოს და მიიღოს შეკვეთა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად.

7.3 მყიდველს აქვს უფლება:

– გააფორმოს შეკვეთა საიტზე;
– უარი განაცხადოს პროდუქტის მიღებაზე თუ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც შეკვეთაში მიუთითა;
– გააუქმოს შეკვეთა მისი განხორციელებიდან 1 საათის ვადაში სატელეფონო ზარით და დაიბრუნოს თანხა უკან;
– მოითხოვოს გამყიდველისგან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება.

მხარეების პასუხისმგებლობა

8.1 მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა წინამდება დოკუმენტის პირობების შესრულებისთვის ან არასათანადოდ შესრულებისთვის იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე დოკუმენტით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

8.2 კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა:

– მომწოდებლის მიერ საქონლის გარეგნული იერსახის ცვლილებისთვის;
– საქონლის ფერთა გამის უმნიშვნელო შეუსაბამობისთვის;
– შეკვეთის გაფორმების დროს მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსზე და უტყუარობაზე;
– მომსახურების გაწევის დაყოვნებაზე და შეფერხებაზე (შეკვეთის დამუშავება და საქონლის მიწოდება), რომელიც ხდება იმ მიზეზების გამო, რომელიც არის მისი კონტროლის სფეროს მიღმა;
– მართლსაწინააღმდეგო უკანონო ქმედებისთვის, რომელსაც მყიდველი ახორციელებს ინტერნეტ ქსელში აღნიშნული წვდომის მეშვეობით;
– მყიდველის მიერ მესამე პირებისთვის თავისი ქსელური იდენტიფიკატორების – IP, MAC-მისამართის, მომხმარებლის და პაროლის მესამე პირებისთვის გადაცემისთვის.

8.3 მყიდველი, რომელიც იყენებს მისთვის მინიჭებულ წვდომას ინტერნეტ ქსელზე, პირადად აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მიყენებულია მისი ქმედებით (პირადად, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მისი მომხმარებლით და პაროლით იმყოფებოდა სხვა პირი) პირებისთვის ან მათი ქონებისთვის, იურიდიული პირებისთვის ან სახელმწიფოსთვის.

8.4 დაუძლეველი პირობების დადგომის შემთხვევაში, მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე დოკუმენტის პირობების შესრულებისგან. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დაუძლეველ პირობებში იგულისხმება მოვლენები, რომელთაც აქვს საგანგებო, გაუთვალისწინებელი ხასიათი, რომლებიც გამორიცხავენ ან ობიექტურად ხელს უშლიან წინამდებარე პირობების შესრულებას, რომელთა დადგომა მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ გაეთვალისწინებინათ ან თავიდან აეცილებინათ გონივრული გზით.

8.5 მხარეები მაქსიმუმ ძალისხმევას იყენებენ ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტისთვის მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა პირობები

9.1 კომპანია იტოვებს უფლებას ცალმხრივი წესით შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში და ასახოს ის საიტზე ბოლო განახლების თარიღის მითითებით;

9.2 საიტი შექმნილია საქონლის დისტანციურად გაყიდვის ორგანიზების შესაძლებლობისთვის ინტერნეტის მეშვეობით;

9.3 მყიდველი აგებს პასუხს შეკვეთის გაფორმების დროს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობაზე. ამასთან, შეკვეთის გაფორმების და საქონლის ღირებულების გადახდის დროს მყიდველი უპირობოდ ეთანხმება პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, თანახმად საქართველოს კანონის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“.

9.4 მყიდველის მიერ საიტზე გაფორმებული შეკვეთის ღირებულების გადახდა ნიშნავს მყიდველის სრულ თანხმობას ამ დოკუმენტის პირობებთან.

9.5 ინფორმაცია, რომელსაც წარადგენს მყიდველი არის კონფიდენციალური. საიტი გამოიყენებს ინფორმაციას მყიდველის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთის დამუშავების მიზნებისთვის, მყიდველისთვის შეტყობინებების გასაგზავნად, საქონლის მიწოდებისთვის, ურთიერთანგარიშწორების განხორციელებისთვის და სხვა ქმედებებისთვის წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად.

საქონლის დაბრუნების წესი

10.1 მომხმარებელმა ადგილზე უნდა გადაამოწმოს საქონელი. პროდუქტის ჩაბარების შემდეგ საქონლის დაბრუნება ხდება მომხმარებლის სახსრებით, შეკვეთის მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში;

10.2 მომხმარებლის მიერ საქონლის სათანადო მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში, საიტი უბრუნებს მას საქონლისთვის გადახდილ თანხას საქონლის დაბრუნების ფაქტის დადგომისას, იმ ხარჯების კომპენსაციის გამოკლებით, რომელიც მყიდველისთვის საქონლის მიწოდებასთან იყო დაკავშირებული.

განახლებულია: 2024 წლის 23 აგვისტო

X