Caffè Motta L’Originale Decaffeinato
- მიწოდება თბილისში
0-2 დღეში
₾6.50
- რუსთავი, მცხეთა
1-3 დღეში
₾8.00
- სხვა რეგიონები
3-4 დღეში
₾11.00
- ბრენდი: Caffè Motta
- ბლენდი: 50% არაბიკა / 50% რობუსტა, კოფეინის გარეშე
- წარმოშობა: სამხრეთ ამერიკა, აზია
- მოხალვა: საშუალო
- გემოს პროფილი: ძირტკბილა
- წონა: 250 გ.
₾35.00
შეიძლება დაგაინტერესოთ:
Delonghi-ს ყავის აპარატის საწმენდი სითხე 500 მლ.
წყლის ფილტრი Delonghi DLSC002
აღწერა
Caffè Motta L’Originale Decaffeinato – დიდი ისტორიის მქონე უკოფეინო ბლენდი იტალიიდან, რომელიც ნამდვილი იტალიური ყავის ტრადიციულ და დაბალანსებულ ხასიათს აერთიანებს სასიამოვნო ძირტკბილას არომატულ ნოტებთან ერთად. ეს ყავა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს კლასიკური იტალიური ყავის გემო, თუმცა კოფეინის უმნიშვნელო რაოდენობით (0.1%-მდე).
L’Originale Decaffeinato ბლენდი აერთიანებს ბრაზილიურ არაბიკას (50%) და აზიური წარმოშობის რობუსტას (50%), რაც ქმნის სრულსხეულიან და კარგად დაბალანსებულ გემოს. საშუალო მოხალვა ყავას ანიჭებს სასიამოვნოდ ზომიერ სიმწარეს და მდიდარ, ტრადიციულ იტალიურ ხასიათს, ხოლო არომატში იგრძნობა მსუბუქი სანელებლოვანი ტონები.
ამ ბლენდის გემოს განსაკუთრებული ნიშაა ძირტკბილას არომატული ნოტები, რომელიც ფინჯანს უნიკალურ და ხანგრძლივ გემოს სძენს. კოფეინის შემცველობა არ აღემატება 0.1%-ს, ამიტომ ეს ყავა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც კოფეინის მიღების მინიმუმამდე შემცირება სურს.
Caffè Motta L’Originale Decaffeinato მოცემულია 250 გრამიან შეფუთვაში, დაფქულ მდგომარეობაში და განკუთვნილია ესპრესოს აპარატებისთვის და მოკას მადუღარებისთვის. ვაკუუმური შეფუთვა ხელს უწყობს ყავის სიახლის და არომატის ხანგრძლივად შენარჩუნებას.
სპეციფიკაციები
| ბრენდი | Caffè Motta |
|---|---|
| მოხალვა | საშუალო |
| კოფეინი | უკოფეინო |
| წონა | 250 გ. |
