დაფქული ყავა Corsini Brasil 125გ.
100% არაბიკა სან-პაულოს რეგიონიდან. სამხრეთ ამერიკის საუკეთესო არაბიკა, შერჩეული მიკრო ზონიდან.
მარცვლები დამუშავებულია მშრალი ანუ ბუნებრივი ტექნოლოგიით, რაც ყავას ანიჭებს უკეთეს კონსისტენციას და ტკბილ გემოს. საშუალო მოხალვა ქმნის ხავერდოვან და მდიდარ არომატს.
ბრაზილიური ყავებიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია სანტოსის ყავას, რომლის სახელწოდება მომდინარეობს იმ პორტისგან, საიდანაც ექსპორტზე გაედინება ყავის მოსავალი.
სანტოსი ითვლება სამხრეთ ამერიკის უმაღლესი ხარისხის არაბიკად. ტკბილი, დაბალი მჟავიანობით, ხავერდოვანი და ნაზი არომატით, მსუბუქი შოკოლადის ელფერით – იდეალურია საუზმისთვის.
იდეალურია მოკას მადუღარასთვის.