Corsini Costa Rica
100% არაბიკა, კოსტა-რიკას მაღალმთიან რეგიონში მოყვანილი ყავა. კლიმატური და გეოგრაფიული პირობები, მდიდარ და კარგად დრენირებულ ვულკანურ ნიადაგთან ერთად, ქმნის მცენარისთვის იდეალურ ბუნებრივ გარემოს.
საშუალო მოხალვა ყავას ანიჭებს კარგ კონსისტენციას და ტკბილ გემოს.
ტკბილი, ხავერდოვანი, სურნელოვანი და სრულად დაბალანსებული ყავა — იდეალურია შესვენებისთვის.
კოსტა-რიკაში ყავა მოჰყავთ ჯერ კიდევ 1700-იანი წლებიდან სან-ხოსეს სამხრეთით მდებარე მთიან რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1700 მეტრზე.
კლიმატისა და ნიადაგის უნიკალური შერწყმა ყავის კულტივაციას აქ განსაკუთრებულად შესაფერისს ხდის.
კოსტა-რიკის ყავა თავისი ნაზი, სუფთა და დახვეწილი არომატითა და გაჯერებული გემოთი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არაბიკად.