Corsini-ს ყავის კაფსულები Compagna D’ell Arabica COSTARICA – 100% არაბიკა, კოსტა რიკას მაღალმთიან რეგიონში მოყვანილი ყავა. უნიკალური კლიმატური და გეოგრაფიული პირობები მდიდარ და კარგად დრენირებულ ვულკანურ ნიადაგთან ერთად ქმნის ყავის მოსაყვანად იდეალურ ბუნებრივ გარემოს.
საშუალო მოხალვა Corsini Costa Rica-ს ანიჭებს კარგ სტრუქტურას და ტკბილ გემოს. ტკბილი, ხავერდოვანი, სურნელოვანი და სრულად დაბალანსებული ყავა – იდეალურია შესვენებისას.
კოსტა რიკაში ყავა მოჰყავთ ჯერ კიდევ 1700-იანი წლებიდან, სან-ხოსეს სამხრეთით მდებარე მთიან რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1700 მეტრზე. კლიმატისა და ნიადაგის უნიკალური შერწყმა ყავის კულტივაციას აქ განსაკუთრებულ პირობებს უქმნის. კოსტა-რიკის ყავა თავისი ნაზი, სუფთა და დახვეწილი არომატითა და გაჯერებული გემოთი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არაბიკად. ასეთია Corsini Compagna D’ell Arabica COSTARICA.