დაფქული ყავა Corsini Ethiopia 250გ.
Corsini Ethiopia 100% არაბიკა, ხილის, მცენარეებისა და მოცვის ნოტებით. საშუალო მოხალვამ ამ ყავას მიანიჭა განსაკუთრებული სურნელოვანი ხასიათი.
ეთიოპია ყავის წარმოშობის ქვეყანაა და ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ყავის მცენარე ველურ ბუნებაში იზრდება. დაახლოებით 1,800 მეტრის სიმაღლეზე, მაღალი ხეების ჩრდილში, არაბიკა ბუნებრივად ხარობს. ათასწლეულების განმავლობაში, ოჯახები აგროვებდნენ მწიფე ყავის მარცვლებს, აშრობდნენ მზეზე, შემდეგ კი ხალავდნენ, დოლბანდში ლეწავდნენ და სტუმრებს უძველესი ცერემონიალის, სიმბოლური პატივისცემისა და სტუმართმოყვარეობის რიტუალის ფარგლებში სთავაზობდნენ. დღესაც, მწარმოებლები მხოლოდ ყველაზე წითელ, სრულად მწიფე მარცვლებს არჩევენ ამ ყავის დამზადებაში.
საშუალო სიძლიერის Corsini Ethiopia სასიამოვნო ვანილის ნოტებით და ხავერდოვანი გემოთი.
იდეალურია მოკასთვის!