Bialetti Moka Express 1168 (2 ჭიქიანი) — კლასიკური იტალიური ყავის მადუღარა, რომელიც ორთქლის წნევით ამზადებს ინტენსიურ და არომატულ ყავას ესპრესოს სტილში. მოდელი განკუთვნილია 2 ჭიქის მოსამზადებლად (დაახლოებით 90 მლ.) და იდეალურია 1–2 ადამიანისთვის სახლში ან ოფისში.
ალუმინის კორპუსი სწრაფად და თანაბრად თბება, ხოლო თერმოპლასტიკური სახელური უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს. გამოიყენება გაზქურაზე, ელექტრო და კერამიკულ ზედაპირებზე (ინდუქციურის გარდა).
გარეცხეთ ხელით და არა ჭურჭლის სარეცხი მანქანით, რათა მოკამ დიდხანს შეინარჩუნოს ხარისხი და ავთენტური არომატების ყავის ყოველი მომზადებისას.
ბიალეტი შეიქმნა იტალიაში, მაგრამ მსოფლიოში წამყვან ბრენდად იქცა, რადგან ამ მაღალი ხარისხის პროდუქტებს სამზარეულოში სიმარტივე, ფუნქციონალურობა და სილამაზეც მოაქვთ. მოწინავე ტექნოლოგია და გამორჩეული სტილის კომბინირება ქმნის სამზარეულოს ჭურჭელს, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია და უბრალოდ ლამაზია. დღეს, ბიალატის პროდუქტების ოჯახი გაიზარდა. არსებობს უამრავი სტილის და ფერის პროდუქტი ბაზარზე. იტალიური მემკვიდრეობა და სამზარეულოს გატაცება ცოცხლობს ყველა ხაზში.
| ბრენდი |
|---|