Molinari Arabica 100% – Nespresso-ს სისტემის აპარატებთან თავსებადი (“ევროპული”) ყავის კაფსულები.
100% რჩეული არაბიკა საუკეთესო პლანტაციებიდან საშუალო მოხალვით, მაქსიმალური არომატული პოტენციალის მისაღწევად. გამოირჩევა ნაზი, დახვეწილი არომატითა და სასიამოვნო სიტკბოთი. დომინირებს რძიანი შოკოლადის, ყვავილოვანი და ხილის ნოტები. ხასიათდება ხავერდოვანი კონსისტენციით და დაბალანსებული, ცოცხალი მჟავიანობით.
იდეალურია არომატული ესპრესოსა და ამერიკანოს სწრაფი მომზადებისთვის, სადაც პრიორიტეტულია ყავის გემოვნური სინაზე და არა ინტენსივობა.
თითოეული კაფსულა ჰერმეტულად არის დაცული, რაც ინარჩუნებს 100%-იანი არაბიკის ნაზ არომატულ თვისებებსა და სიჯანსაღეს მომზადების მომენტამდე.