Caffè Molinari იტალიური ყავის ბრენდია 200 წლიანი ისტორიით და ავთენტური იტალიური არომატის ყავებით.
Caffè Molinari Espresso Intenso – 40% არაბიკის და 60% რობუსტას ბლენდი საშუალოზე მუქი მოხალვით ინტენსიური ესპრესოს მოყვარულებისთვის იდეალური არჩევანია. ძლიერი, სრულსხეულიანი ყავა კლასიკური იტალიური ხასიათით. გამოირჩევა სქელი და მდგრადი კრემათი, შავი შოკოლადისა და მოხალული მარცვლეულის ნოტებით და პრაქტიკულად ნულოვანი მჟავიანობით.
ესპრესოს გარდა, შესანიშნავია კაპუჩინოს მოსამზადებლად, სადაც ყავის გემო დომინანტურ როლს თამაშობს.