Molinari Espresso Tradizione – Nespresso-ს სისტემის აპარატებთან თავსებადი (“ევროპული”) ყავის კაფსულები.
არაბიკას და რობუსტას ინტენსიური ბლენდი საშუალოზე მუქი მოხალვით, რომელიც იმეორებს Molinari-ს კლასიკური Tradizione-ს ხაზის რეცეპტურას. ხასიათდება ძლიერი, სრული გემოთი და მდიდარი ტექსტურით. დომინირებს მუქი შოკოლადის, კაკაოსა და გახუხული პურის ნოტები. გამოირჩევა მინიმალური მჟავიანობითა და მყარი კრემათი.
საუკეთესოა კლასიკური იტალიური ესპრესოს და რისტრეტოს მოსამზადებლად.
თითოეული კაფსულა ჰერმეტულად არის დაცული, რაც უზრუნველყოფს ყავის არომატისა და სიჯანსაღის შენარჩუნებას მომზადების მომენტამდე.