ყავის საფქვავი DeLonghi KG 520 M Dedica არა მხოლოდ ფუნქციონალურია, არამედ აქვს თანამედროვე დიზაინიც და ყველაზე კომპაქტური ყავის საფქვავია თავის კატეგორიაში.
მარცვლების დაფქვის 18 განსხვავებული ზომა. მომზადებული სასმელის გემო მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დაფქვის ხარისხზე. სწორი დაფქვით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ იდეალური ყავის არომატი.
ლითონის კორპუსი და მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწილების კომბინაცია ნებისმიერ ინტერიერს დახვეწილობის შეჰმატებს. შეუდარებელი დიზაინის წყალობით, ყავის საფქვავი ჰარმონიულად გამოიყურება როგორც კლასიკურ სამზარეულოში, ასევე ოფისში, კაფეში.
გამძლე ლითონის საფქვავი კბილები, რომლების წყალობითაც სრულყოფილად ფქვავს ყავას.
350 გრამიანი მარცვლის კონტეინერს აქვს გამჭვირვალე კედლები და ფიქსირდება აპარატის თავზე, ყოველთვის გეცოდინებათ რამდენი ყავა დაგრჩათ კონტეინერში.
არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ყავას ანიჭებთ უპირატესობას, DeLonghi KG 520.M ყავის საფქვავი უზრუნველყოფს თქვენი საყვარელი სასმელისთვის სრულყოფილ დაფქვას, სუპერ ძლიერი ესპრესოსთვის თუ ფრანგული პრესის ყავისთვის.
დაფქვილი მარცვალი პირდაპირ იყრება დაფქვილი ყავის კონტეინერში, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს და მინიმუმამდე შეამცირებს დაფქვილი ყავის დაფანტვას ზედაპირზე. ჰერმეტულ, გამჭვირვალე ჭურჭელში 170 გრამიანი მოცულობით, მოსახერხებელი იქნება დაფქვილი ყავის არა მხოლოდ შენახვა, არამედ საჭიროების შემთხვევაში ყავის თან წაღებაც.
ბრენდი |
---|