Varanini ID Bar – ძლიერი იტალიური ესპრესოს ბლენდი, რომელიც აერთიანებს არაბიკას და რობუსტას 60/40 პროპორციით, რის შედეგადაც მიიღება მკვეთრი გემო, მკვრივი კონსისტენცია და სქელი, მდგრადი კრემა. არომატი ინტენსიურია და გემოში დომინირებს კლასიკური ესპრესოს ხასიათი, რომელიც განსაკუთრებით კარგად იკითხება როგორც კლასიკურ სასმელებში, ისე რძიან ვარიაციებში, სადაც ყავა არ იკარგება და ინარჩუნებს ინტენსიურობას.