ქართული ფესვების მქონე ნიდერლანდული Café Margarita-ს სფეშელთი ყავა Brazil Capricornio Timbo ექსკლუზიურად Coffeehub.ge-ზე!
ყავა ბრაზილიაში მე-18 საუკუნიდან მოჰყავთ და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბრაზილია არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხსა და მდგრად განვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას. Capricornio Timbo ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთით მდებარე ყავის მწარმოებელი ზონიდან მოდის, რომელიც ცნობილია თავისი გრილი კლიმატით, რაც ხელს უწყობს ყავის ნელ დამწიფებას. Capricornio Coffees აერთიანებს მცირე მწარმოებლებს ისეთ უნიკალურ რეგიონებში, როგორებიცაა პარანა და სან პაულო.
ნიდერლანდული Café Margarita როტერდამში დაფუძნებული ქართული საოჯახო ბიზნესია, რომელთან თანამშრომლობითაც Capricornio Timbo – უმაღლესი ხარისხის 100% ბრაზილიური არაბიკა მდიდარი არომატითა და გემოვნური მრავალფეროვნებით – უკვე ხელმისაწვდომია თქვენთვის!
გემოს პროფილი: შოკოლადი, მოხალული ნუში, ტროპიკული ხილი, კარამელი
წარმოშობა: ბრაზილია
სიმაღლე: 450 – 1200 მეტრი
დამუშავება: თაფლი
ჯიში: არაბიკა ტიმბო
იდეალურია ესპრესოს, კაპუჩინოს და ფილტრის ყავის მოსამზადებლად
| წონა | 1 კგ |
|---|---|
| ბრენდი | |
| მოხალვა | |
| წონა |