Filicori Zecchini 100 Percento Arabica
100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Filicori Zecchini-მ საკუთარ თავს გადააჭარბა ამ საიუბილეო ბლენდით. ასე რომ, 100 მის სახელწოდებაში არა მხოლოდ 100% არაბიკას ნიშნავს, არამედ კომპანიის საუკუნოვან ისტორიასაც.
Filicori Zecchini 1919 წელს, ბოლონიაში, ორმა მეგობარმა, ალდო ფილიკორიმ და ლუიჯი ძეკინიმ დააარსეს. დღესდღეობით კომპანია ოჯახის საკუთრებაშია და მას მესამე თაობა მართავს. დღემდე, ფილიკორი თავისი ხანგრძლივი ტრადიციის ერთგული რჩება. მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლები იხალება ტრადიციული, იტალიური მოხალვის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ მარცვლები სახეობების მიხედვით იხალება ცალკე, ნაზად და ნელა. ამაზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს.
ეს საიუბილეო ბლენდი იდეალურად აერთიანებს 3 წარმოშობის – ბრაზილია, გვატემალა და მექსიკა – საუკეთესო მარცვლებს. მოხალვის დონე საშუალოდან მუქამდე მერყეობს, შესაბამისად მარცვლის ფერი ყავისფერიდან მუქ ყავისფრამდე. ზოგიერთი მარცვლის ნაზი ბზინვარება ხანგრძლივი, საშალოზე მუქი მოხალვის დასტურია, რადგან სწორედ ამ დროს ყავის ზეთები ზედაპირზე ამოდის. ხანგრძლივი მოხალვა უზრუნველყოფს დაბალმჟავიანობას ნაკლები სიმწარით – იდეალურ ბალანსს.
პრემიუმ ჯიშები ყავას ცოცხალ გემოს და მდიდარ არომატს ანიჭებს. მუქი ყავისფერი ფერითა და დახვეწილი ტექსტურით, ხილის, შოკოლადისა და თხილის არომატული ნოტებით, სასიამოვნოდ გლუვი და ხანგრძლივი გემოთი Filicori Zecchini 100 Percento Arabica თითოეულ ჯერზე მორიგი ესპრესოს დალევის სურვილით შეგიპყრობთ.
| წონა | 1 კგ |
|---|---|
| ბრენდი | |
| მოხალვა | |
| წონა |