Lavazza Espresso Italiano
- მიწოდება თბილისში
0-2 დღეში
₾6.50
- რუსთავი, მცხეთა
1-3 დღეში
₾8.00
- სხვა რეგიონები
3-4 დღეში
₾11.00
- ბრენდი: Lavazza
- ბლენდი: 100% არაბიკა
- წარმოშობა: აფრიკა, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა
- მოხალვა: საშუალოზე ღია
- გემოს პროფილი: ფლორა, ციტრუსი
- ინტენსიურობა: 5/10
- წონა: 1კგ.
₾98.00
შეიძლება დაგაინტერესოთ:
Delonghi-ს ყავის აპარატის საწმენდი სითხე 500 მლ.
წყლის ფილტრი Delonghi DLSC002
აღწერა
Lavazza Espresso Italiano Classico არის 100% არაბიკის კლასიკური იტალიური ბლენდი, რომელიც აერთიანებს აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის შერჩეულ ყავის მარცვლებს. იგი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს არომატული, რბილი და დაბალანსებული იტალიური ესპრესო.
ყავა გამოირჩევა ნაზი მოხალვითა და საშალო (5/10) ინტენსივობით, რაც მას შედარებით მსუბუქ და ელეგანტურ ხასიათს ანიჭებს. გემოში იგრძნობა სასიამოვნო სიტკბო და ხილის ტონები, ხოლო არომატში განსაკუთრებით გამოირჩევა ყვავილოვანი ნოტები.
100% არაბიკა და მსუბუქი მოხალვა საშუალებას აძლევს მარცვლის ბუნებრივ არომატულ თვისებებს უფრო მკაფიოდ გამოვლინდეს. ფინჯანში ყავა ქმნის ხანგრძლივ კრემას და ტოვებს სასიამოვნო, არომატულ შთაბეჭდილებას.
Espresso Italiano Classico განსაკუთრებით რეკომენდებულია ესპრესოსა და მოკას მოსამზადებლად. მისი რბილი და არომატული პროფილი ასევე კარგად ერგება მათ, ვისაც კლასიკურ, მაგრამ შედარებით მსუბუქ იტალიურ ყავაში სურს მეტი ყვავილოვანი და ხილის ნიუანსის აღმოჩენა.
Lavazza Espresso Italiano Classico კარგი არჩევანია მათთვის, ვინც იტალიური ესპრესოს ტრადიციულ სტილთან ერთად ეძებს 100% არაბიკის უფრო რბილ, არომატულ და ყვავილოვან ხასიათს.
