რა არის ყავის კაფსულა?
ცილინდრის ფორმის პატარა კაფსულებში მოქცეული წვრილად დაფქვილი ყავა ზუსტი გრამაჟობით და ალუმინის ფოლგით ჰერმეტიზებული, რომელიც ფორმატის მიხედვით განსხვავებულ ზომებში, გემოთი და მასალით იწარმოება. ყავის კაფსულების გლობალური ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან: Nespresso, Keurig, Gloria jean’s Coffees, Nescafe (Nestle), Lavazza, Starbucks, Bestpresso, Kissmeorganics, Gourmesso და სხვა. $4 მილიარდიანი და სწრაფად მზარდი ბაზრის ისტორია 1986 წელს დაიწყო, როცა თანამშრომლის ერიკ ფავრეს იდეას კომპანია Nestle-ს ხელმძღვანელობამ შანსი მისცა. მოგვიანებით საოფისე პროდუქტის მარკეტინგული პოზიციონირება შეიცვალა და ის გახდა ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება იმისთვის, რომ პროფესიონალურად მომზადებული ესპრესო სახლშიც დააგემოვნონ. გაჩნდა ახალი პატენტები და ბრენდებს შორის გაჩაღდა კონკურენცია, გაიზარდა არჩევანი და ძალიან რთული გახდა იმ კომფორტზე უარის თქმა, რასაც ყავის კაფსულა გვთავაზობს.
ყავის კაფსულების დიდი ნაწილი ალუმინისგან და პლასტმასისგან მზადდება, ეს მასალები არ არის ბიოდეგრადირებადი და ზიანს აყენებს გარემოს. ამრიგად, პასუხისმგებელი ხელისუფლებები და საზოგადოება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება, მაგრამ, ამასთანავე ახალი პროდუქტით მიღებული კომფორტიც, უბიძგებენ ყავის კომპანიებს, იმუშაონ ახალი, ინოვაციური, ბიოდეგრადირებადი მასალის შექმნაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ ყავას ხარისხი და გემოვნური თვისებები კაფსულაშიც შეუნარჩუნონ. ასეთი პროდუქტი უკვე არსებობს და ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაშიც ხელმისაწვდომია.
უკვე წაიკითხეთ ჩვენი სტატია „ხსნადი თუ დაფქვილი“? მაშინ არ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ საერთოდ რა საჭიროა ყავის კაფსულა, რადგან ის აერთიანებს ამ ორივე პროდუქტის დადებით თვისებებს და თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე წამში სწორად მოამზადოთ ესპრესო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
თუ ყავის აპარატის ყიდვა გადაწყვიტეთ ფასი ის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა, რომელიც კაფსულის აპარატს მარცვალზე მომუშავე ყავის აპარატთან შედარებით გააჩნია, მაგრამ კაფსულის ფასიდან გამომდინარე თითო ჭიქა ყავა შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ. თუ მაინც კაფსულის აპარატზე შეაჩერებთ არჩევანს, უნდა გადაწყვიტოთ, რომელი სტანდარტის კაფსულის აპარატი გინდათ, მაგალითად Nespresso®, Lavazza BLUE®, Caffitaly®, Nescafe Dolce Gusto® თუ სხვა. თქვენი არჩევანი შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ როგორი ყავა გიყვართ, თუმცა გეტყვით, რომ კაფსულებში ყველაზე გავრცელებული ფორმატია 37 მმ. დიამეტრის მქონე ევროპული კაფსულები, იგივე Nespresso®. შესაბამისად, თუ შეიძენთ ნესპრესოს სტანდარტის ყავის აპარატს, მაგ შემთხვევაში ყავაში დიდი არჩევანი გექნებათ და ერთი მომწოდებლის პროდუქციაზე არ იქნებით დამოკიდებული.
დანარჩენ სტანდარტებს სხვა სტატიებში განვიხილავთ, მანამდე კი შეავლეთ თვალი ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილ Nespresso®-ს სტანდარტის ყავის კაფსულებს და შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი.