CORA – ახალი ყავის ბარი თბილისში
CORA – ახალი, ელეგანტური ყავის ბარი თბილსიში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ!
ყავის ბარი კორა მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან ყავას, დახვეწილ გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს.
🔹 რატომ CORA?
კორა უნიკალური გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არომატული ესპრესო, პირველი ქართული კაპუჩინო, ცნობილი ალკოჰოლური კოქტეილები და სხვა სპეციალური სასმელები, რომლებიც განსაკუთრებით ქალბატონების გემოვნებაზეა მორგებული.
კაპურჩხელა – პირველი ქართული კაპუჩინო, მხოლოდ კორაში!
გარდა ყავისა, კორამ ღვინის მოყვარულებისთვისაც შექმნა გამორჩეული ატმოსფერო – ბარში შეგიძლიათ გასინჯოთ მეღვინეობა ჩელთის საუკეთესო ქართული წითელი და თეთრი ღვინოები, მათ შორის საფერავი, მუკუზანი, ტვიში, ქისი და სხვა.
🌟 CORA-ს ატმოსფერო და კონცეფცია
კორა არის დედა-ბუნების ქალღმერთი, რომელმაც დედამიწას სილამაზე მოჰგვარა. ქალის მტკიცე, ნათელი, ცოცხალი სახე. მისი ხასიათის გამოხატულებაა ყავის მარცვალი. თითოეული ჭიქა ყავით ამ ყავის ბარის სტუმრები კორას სიახლოვეს იგრძნობენ – უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლების განმაახლებელ ენერგიას.
კორას კონცეფცია შექმნილია თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალებისთვის. აქაური ინტერიერი კომფორტული და ელეგანტურია – იდეალური ადგილია სამუშაოდ, მეგობრებთან შეხვედრისთვის ან უბრალოდ განსატვირთად.

📍 სად მდებარეობს CORA?
ბარი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და მარტივად მისადგომია. კორა გელოდებათ ყოველდღიურად, რათა გაგიმრავალფეროვნოთ დღე შესანიშნავი ყავით და სასიამოვნო გარემოთი.
მისამართი: სანკტ-პეტერბურგის ქ. 6, სასტუმრო Heritage Hotel & Suites-ის შიდა ტერიტორია
👉 https://maps.app.goo.gl/BuiVeBnpKTdWdMC89
📲 გამოიწერეთ CORA!
სიახლეების გასაგებად და საინტერესო აქციებისთვის გამოიწერეთ CORA Instagram-სა და Facebook-ზე 👉 https://www.facebook.com/CORAcoffeebar
➡ დაელოდე განსაკუთრებულ დღეებს CORA-ში!