Torrefazione Varanini – იტალიური თავგადასავალი
Torrefazione Varanini არის ხალვის უნიკალური მეთოდი რომლის ისტორია იწყება 1970 წელს მილანში, ვარანინის ქუჩაზე მდებარე პატარა სახელოსნოდან. მისი დამფუძნებელი, სტეფანო ზაფა, ყავის ხალვის გამორჩეული ოსტატი, თავდაპირველად 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 30 კილოგრამიან ხელსაწყოზე ამზადებდა ყავას. მოხალული მარცვლები, ყოველდღიურად, ხელით იფუთებოდა და უშუალოდ დამფუძნებლის მიერ მიეწოდებოდა მომხმარებლებს. ეს იყო საწყისი ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი დაუდო ბრენდის მომავალ წარმატებას და აღიარებას როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

Torrefazione Varanini არის ტრადიცია, რომელიც ტექნოლოგიას და გემოვნებას უნიკალურად აერთიანებს. მისი ისტორია მცირე საოჯახო სახელოსნოდან დაწყებული, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საწარმომდე, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ოსტატობაზე დაფუძნებული ხედვა გადაიქცეს გლობალური ხარისხის სიმბოლოდ. დღეს Varanini უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება წარმატებით.
Torrefazione Varanini ხელმისაწვდომია ქართველი ყავის გურმანებისთვისაც. იხილეთ სრული ასორტიმენტი: https://coffeehub.ge/filtri/brands/varanini/



