ფრანგული პრესის უპირატესობები

In ყავა

ფანტასტიკური ყავის შემოქმედის, მარტივი და ხელმისაწვდომი ფრანგული პრესის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ცნობები არსებობს, მაგრამ ფაქტია, თანამედროვე ფრანგული პრესის მსგავსი ყავის აპარატი პირველად 1929 წელს იტალიელმა ატილიო კალიმანიმ დააპატენტა. მაშ, რატომ ქვია მას ფრანგული? ბევრი ამბობს, რომ ამ მეთოდით ყავის მომზადება საფრანგეთში, 1800-იან წლებში დაიწყეს და მოგვიანებით, ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს მილიონობით ყავის გურმანი მთელ მსოფლიოში სწორედ ფრანგული პრესით ამზადებს უგემრიელეს ყავას.

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მათი შეხედულება ყავაზე 2012 წელს Starbucks-ის დირექტორმაც გაამყარა, როცა განაცხადა, რომ საუკეთესო ყავა სახლში ფრანგული პრესით მზადდება. რა თქმა უნდა, ამას ობიექტური ახსნაც მოეძებნება, ყავის მომზადების ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, ფრანგული პრესის მოხმარებისას ყავის ეთერზეთების უმეტესობა სასმელში გადადის. შედეგი უფრო ინტენსიური და მდიდარი არომატია.

მოკლედ: უმაღლესი ხარისხის ყავა თქვენს ჭიქაში მეტი ნატურალური ეთერზეთით, კომპაქტური და შედარებით იაფი მოწყობილობა, რომელიც დენს არ მოიხმარს და შეგიძლიათ თან წაიღოთ ქალაქიდან გასვლისას (ამ შემთხვევაში მაინც უფრო მოკას გირჩევთ), რა შეიძლება მივიჩნიოთ მის მინუსად? არც არაფერი, უბრალოდ ავტომატურ აპარატებთან შედარებით ცოტა მეტი დრო და შრომა გჭირდებათ. შეგეშინდათ? აბა, კითხვა გააგრძელეთ, სინამდვილეში რა მარტივია.

როგორ მოვამზადოთ ყავა ფრანგული პრესით?

  1. ფრანგული პრესის წინასწარ შესათბობად გამოავლეთ ის ცხელი წყლით და იგივე უქენით ჭიქას, რომლითაც ყავის მირთმევას აპირებთ.
  2. საუკეთესო შედეგისთვის თავად დაფქვით ყავის მარცვლები ზღვის მარილის გრანულების ზომაზე. გამოიყენეთ 8 გრამი/1 სუფრის კოვზი ყავა ყოველ 88-118 მლ. წყალზე (გირჩევთ გამოიყენოთ გაფილტრული ან ბოთლის წყალი).
  3. აადუღეთ წყალი და გააჩერეთ 30-45 წამით.
  4. ჩაყარეთ ყავა ცარიელ ფრანგულ პრესში და დაასხით ადუღებული წყალი. მოურიეთ და დარწმუნდით, რომ ყავის ყველა ნაწილაკი წყლით გაიჟღინთა.
  5. დააფარეთ სახუტავი ამოწეული დგუშით და დატოვეთ ასე 4 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ, ხელის ნელი მიყოლებით დაიყვანეთ დგუში ძირამდე.
  6. დაისხით ყავა და ისიამოვნეთ!

ჯერ არ მოგეპოვებათ სახლში ფრანგული პრესი? ჩვენ აქ რისთვის ვართ? იხილეთ: ფრანგული პრესი