ევროპული თუ ამერიკული კაფსულა? ანუ მითი ყავაზე

In ყავა

რამდენი ხანია, რაც იცით რა არის ყავის კაფსულა? დიდი მადლობა ერთ ქართულ კომპანიას, რომ ქართველებს ყავის კაფსულები გაგვაცნო. როგორც ქალბატონი ბელა ქაძანაია იტყოდა, თბილისელებს ტორტის ჭამა მე დავაწყებინეო. აგერ, უკვე 8 წელია, რაც ბელას ტორტი არ მიჭამია და მოდით, ყავის კაფსულებშიც ცოტა წინ წავიწიოთ.

არ არსებობს „ევროპული ფორმატი“. შეიძლება მალე მსოფლიომ აღიაროს, მაგრამ არც „ამერიკული ფორმატი“ არსებობს. არსებობს მხოლოდ შემდეგი სისტემის ყავის კაფსულები:

ბევრი პირველად გესმით, ხომ? როცა ქალაქს ტორტის ჭამას აწყებინებ, არჩევანით რომ არ დააბნიო, შეიძლება მხოლოდ შოკოლადის და ხილის ტორტი შესთავაზო. ამ შემთხვევაში არც ხილი და არც შოკოლადი არ არსებობს. არსებობს ევროპულად მოხსენიებული ესპრესო და ამერიკულად მოხსენიებული ამერიკანო. იცით რა განსხვავებაა ამ ორს შორის? ჩაუმატეთ ესპრესოს ცხელი წყალი და მიიღებთ ამერიკანოს. ამიტომ, თუ ჭიქაში ბევრი ყავის სიყვარულის გამო „ამერიკულ ფორმატზე“ შეარჩიეთ არჩევანი, როგორც K-Cup® Pods-ის ალტერნატივა, მე თუ მკითხავთ, ერთგვარ ხრიკს წამოეგეთ და მხოლოდ 1 მომწოდებელზე დარჩით დამოკიდებული. არა, ორზე, კიდევ ერთმა კომპანიამ, თქვენი მოთხოვნით, „ამერიკული ფორმატის“ კაფსულების გამოშვება დაიწყო. ამიტომ, თუ ამჟამად ასეთი კითხვა გაქვთ, ევროპული თუ ამერიკული, დაუფიქრებლად ევროპული უნდა აირჩიოთ.

ახლა ყველაფრის სწორი სახელით მოხსენიება ვისწავლოთ. „ევროპული ფორმატი“ არის NESPRESSO®-ს სტანდარტის ყავის კაფსულა, რომლითაც შეგიძლიათ ესპრესო მოამზადოთ. საიდან გაჩნდა ESPRESSO-ს წინ N? უბრალოდ საქმე გვაქვს უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციასთან სახელად Nestlé, ეგ არის და ეგ. რატომ უნდა აირჩიოთ NESPRESSO®? იმიტომ, რომ თქვენ გექნებათ ყავის აპარატების დიდი არჩევანი, ამ აპარატებზე თავსებადი ყავის კაფსულების ყველაზე დიდი არჩევანი, უგემრიელესი ესპრესოს მომზადების საშუალება და თუ ამერიკანო ასე გიყვართ, შეგიძლიათ მას უბრალოდ წყალი დაამატოთ.

ჩვენს საიტზე, coffeehub.ge, NESPRESSO®-ს სტანდარტის ყავის კაფსულების ყველაზე დიდი არჩევანია და თქვენი ყავის როგორი ერთგულიც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, ამ სივრცეში ყველაზე გემრიელი აღმოჩენები შეგიძლიათ გააკეთოთ!

თქვენს “ევროპული ფორმატის” ყავის აპარატზე თავსებადია:

და ჩვენ მიერ შემოთავაზებული არჩევანი მუდმივად გაფართოვდება!