ანგარიში

პაროლის აღდგენა

Torrefazione Varanini არის ხალვის უნიკალური მეთოდი რომლის ისტორია იწყება 1970 წელს მილანში, ვარანინის ქუჩაზე მდებარე პატარა სახელოსნოდან. მისი დამფუძნებელი, სტეფანო ზაფა, ყავის ხალვის გამორჩეული ოსტატი, თავდაპირველად 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 30 კილოგრამიან ხელსაწყოზე ამზადებდა ყავას. მოხალული მარცვლები, ყოველდღიურად, ხელით იფუთებოდა და უშუალოდ დამფუძნებლის მიერ მიეწოდებოდა მომხმარებლებს. ეს იყო საწყისი ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი დაუდო ბრენდის მომავალ წარმატებას და აღიარებას როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

Torrefazione Varanini არის ტრადიცია, რომელიც ტექნოლოგიას და გემოვნებას უნიკალურად აერთიანებს. მისი ისტორია მცირე საოჯახო სახელოსნოდან დაწყებული, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საწარმომდე, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ოსტატობაზე დაფუძნებული ხედვა გადაიქცეს გლობალური ხარისხის სიმბოლოდ. დღეს Varanini უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება წარმატებით.

Torrefazione Varanini ხელმისაწვდომია ქართველი ყავის გურმანებისთვისაც. იხილეთ სრული ასორტიმენტი: https://coffeehub.ge/filtri/brands/varanini/

თუ ყავა თქვენთვის მხოლოდ სასმელი არ არის და ის ისტორიის, ტრადიციისა და ინოვაციის ნაზავსაც წარმოადგენს, მაშინ თქვენ Caffe Molinari-ს სამყაროში ხართ.

Caffe Molinari არ არის უბრალოდ ყავა. ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაიბადა მოდენაში – ქალაქში, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია Ferrari-ს სისწრაფით, ლუჩანო პავაროტის ხმითა და საუკეთესო ბალზამიკოს გემოთი. სწორედ ამ გარემოში, 1804 წლიდან, მოლინარების ოჯახი ქმნის იტალიური ყავის ისტორიას.

ბრენდის ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რომ 1888 წელს ის სავოიის სამეფო კარის (Royal House of Savoy) ოფიციალურ მომწოდებლად დასახელდა. დღეს კი, ეს „სამეფო გემო“ საქართველოშიც ხელმისაწვდომია. Molinari არ არის მასპროდუქტი, ის არის არისტოკრატიული არჩევანი მათთვის, ვინც აფასებს სტაბილურობასა და მემკვიდრეობას.

რამ აქცია Caffe Molinari გლობალურ ბრენდად? პასუხი ინოვაციაშია. განსხვავებით სტანდარტული შეფუთვებისგან, Molinari-მ შექმნა რევოლუციური ტექნოლოგია – წნევის ქვეშ შეფუთვა (Pressurized Packaging). მათი ლეგენდარული „Cinque Stelle“ (ხუთი ვარსკვლავი) თუნუქის ქილები ყავას საშუალებას აძლევს არა უბრალოდ შეინახოს არომატი, არამედ „დამწიფდეს“ საკუთარ ეთერზეთებში, როგორც კარგი ღვინო. შედეგი? გახსნისას თქვენ გრძნობთ ზუსტად იმ არომატს, რაც ახლად მოხალულ მარცვალს აქვს იტალიურ საწარმოში.

Caffe Molinari-ს ბლენდები ხასიათდება იდეალური ტექსტურით, დაბალანსებული და ღრმა გემოთი. საქართველოში ბრენდი წარმოდგენილია ოთხი განსხვავებული ხასიათის ხაზით, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს თავის “იდეალურ ფინჯანს” აპოვნინებს:

100% Arabica – დახვეწილი ჰარმონია და ელეგანტური არჩევანი სუფთა გემოს მოყვარულთათვის. ბუნებრივი სიტკბო, ყვავილოვანი ნოტები და რბილი მჟავიანობა ქმნის არომატს, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.
Crema Tradizione – ხავერდოვანი კლასიკა ჭეშმარიტი იტალიური ესპრესო სქელი, მდიდარი კრემით. მისი სხეულიანი სტრუქტურა იდეალურია როგორც ესპრესოსთვის, ისე კაპუჩინოსა და ლატეს მოსამზადებლად.
Espresso Intenso – ენერგიის წყარო ძლიერი, მკვეთრი და გადამწყვეტი. მუქი მოხალვა და შოკოლადის ინტენსიური ნოტები გაძლევთ მყისიერ გამოფხიზლებას და ენერგიის მუხტს მთელი დღით.
Decaffeinato – თავისუფლება კოფეინისგან, სიამოვნება კომპრომისების გარეშე. სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული მარცვალი ინარჩუნებს ნამდვილი ყავის გემოსა და არომატს, უბრალოდ კოფეინის ეფექტის გარეშე.

რატომ ვირჩევთ Molinari-ს? იმიტომ, რომ 200 წელზე მეტია, ეს ოჯახი ამტკიცებს – ყავა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვევა. სავოიის სამეფო კარის ოფიციალური მომწოდებლის ტიტული კი შემთხვევით არავის ეძლევა.

Coffehub.ge გთავაზობთ შესაძლებლობას, თქვენს სახლებსა თუ ოფისებში შეიტანოთ ნამდვილი იტალიური ლეგენდა.

შეავსეთ ონლაინ განაცხადი და დაელოდეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ საიჯარო შეთავაზებას: https://coffeehub.ge/ijara/

რა არის სოკოს ყავა და რატომ ხდება ის თანამედროვე ჯანმრთელობის ტენდენციების ნაწილი?

სოკოს ყავა – ეს არის უახლესი ტრენდი, რომელიც აერთიანებს ორი ბუნებრივი ელემენტის — ყავისა და ფუნქციური სოკოების — უნიკალურ თვისებებს. ეს ახალი ტიპის სასმელი სულ უფრო ხშირად გვხვდება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა მენიუში, რადგან ის არა მხოლოდ ენერგიას გვმატებს, არამედ ორგანიზმზე კომპლექსურ პოზიტიურ გავლენას ახდენს.

სოკოს ყავა მზადდება ჩვეულებრივი ყავისა და ფუნქციური სოკოების ნარევით. ამ ყავას ხშირად ამზადებენ ორგანული არაბიკის მარცვლებისგან და აერთიანებენ მას ისეთ სოკოებთან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტრადიციულ ჩინურ და იაპონურ მედიცინაში. სოკოს ექსტრაქტები, რომლებიც ამ ბლენდებში გამოიყენება, არანაირ სოკოს გემოს არ ჰმატებს სასმელს, პირიქით – ის რჩება ყავის მდიდარ არომატზე ფოკუსირებული, მაგრამ თანდართული აქვს სოკოს ფუნქციური სარგებელი.

ყველაზე ხშირად გამოყენებული სოკოებია:

  1. ლომის ფაფარა (Hericium erinaceus)
    ცნობილია თავისი ნეიროტროპული თვისებებით. ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას, მეხსიერებასა და კონცენტრაციას. ხშირად რეკომენდირებულია მათთვის, ვინც ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა.
  2. ჩაგა (Inonotus obliquus)
    ძლიერი ანტიოქსიდანტური სოკო. ამაღლებს იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას.
  3. კორდიცეფსი (Cordyceps militaris/Sinensis)
    ცნობილია თავისი ენერგიის მომცემი თვისებებით. ხელს უწყობს ფიზიკური გამძლეობისა და ჟანგბადის ცირკულაციის გაუმჯობესებას, რაც განსაკუთრებით ფასეულია სპორტსმენებისთვის და აქტიური ცხოვრების მიმდევრებისთვის.
  4. რეიში (Ganoderma lucidum)
    „სიკვდილის წინააღმდეგ მებრძოლი სოკო“ – როგორც მას უწოდებდნენ ძველ ჩინეთში. ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში, აუმჯობესებს ძილს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

სოკოს ყავის უპირატესობები

  1. ბუნებრივი ენერგია, კოფეინის მინიმიზაციით
    სოკოს ყავა შეიცავს შედარებით ნაკლებ კოფეინს, ვიდრე ტრადიციული ყავა, რაც ამცირებს შფოთვის, გულისცემის აჩქარებისა და ენერგიის სწრაფი დაცემის რისკებს. მის ფონზე მიიღება უფრო მდგრადი ენერგია მთელი დღის განმავლობაში.
  2. გონებრივი ფუნქციების მხარდაჭერა
    ზოგიერთი სოკოს სახეობა ხელს უწყობს კონცენტრაციას, შემოქმედებითობას და მეხსიერებას. აქტიურად მონაწილეობს ნერვული ქსოვილების აღდგენაში და ნეიროგენეზში.
  3. სტრესთან ბრძოლა და ჰორმონალური ბალანსი
    რეიშის სოკო ადაპტოგენური თვისებების მქონეა. ის ეხმარება ორგანიზმს ჰორმონალური დისბალანსის რეგულირებაში და ამშვიდებს ფსიქიკას.
  4. იმუნიტეტის გაძლიერება
    ჩაგა და კორდიცეფსი მდიდარია ბეტა-გლუკანებითა და პოლიფენოლებით, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს და სხეულის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს ააქტიურებს.
  5. ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
    სოკოს ექსტრაქტები ებრძვიან ქრონიკულ ანთებებს, უჯრედების დაბერებას და ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

არის თუ არა ეფექტურობა მეცნიერულად დასტურებული?

ბოლო წლებში სამეცნიერო წრეებში სოკოს ექსტრაქტებზე აქტიურად მიმდინარეობს კვლევები. რამდენიმე კლინიკურმა კვლევამ დაადასტურა ლომის ფაფარას პოტენციალი კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაში, ჩაგას ანტიოქსიდანტური ეფექტი, ხოლო კორდიცეფსის – ჟანგბადის ათვისების მაჩვენებლის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, უკვე არსებული მონაცემები მეტად დამაიმედებელია.

სოკოს ყავა ხელმისაწვდომია რამდენიმე ფორმით:

  • დაფქული
  • ხსნადი – სწრაფი მომზადებისთვის
  • კაფსულები (ყავის აპარატებისთვის)
  • მარცვალი
    მისი მომზადება არ განსხვავდება კლასიკური ყავისგან: შეგიძლიათ მოამზადოთ ფილტრით, ფრენჩ-პრესით ან ესპრესოს აპარატით.

ვისთვის არის რეკომენდებული?

სოკოს ყავა იდეალურია:

  • სტუდენტებისთვის და გონებრივად დატვირთული სამუშაოს მქონე ადამიანებისთვის
  • მათთვის, ვინც ვერ ითვისებს კოფეინს, მაგრამ სურს ენერგიის შენარჩუნება
  • სტრესის ქვეშ მყოფებისთვის
  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დაავადებების პრევენციისთვის

იყავით ფრთხილად

მიუხედავად ბუნებრივობისა, სოკოს ექსტრაქტები შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში რეაქციაში შევიდეს სხვა მედიკამენტებთან ან იყოს უკუჩვენებაში ორსულობისას. რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები ან იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებებს.

შეჯამება

სოკოს ყავა უკვე აღარ არის მხოლოდ ექსტრავაგანტული ტენდენცია – ეს არის ჯანსაღი, გონივრული არჩევანი მათთვის, ვინც ზრუნავს თავის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ის აერთიანებს ბუნების სიბრძნესა და თანამედროვე ცხოვრების დინამიკას ერთ ფინჯანში, რომელიც გეხმარებათ იყოთ კონცენტრირებული, ენერგიული და დაცული სტრესისგან.
გსურთ დაიწყოთ დღე კლასიკური ყავის უფრო ჯანსაღი არჩევანით? სცადეთ სოკოს ყავა და აღმოაჩინეთ ბუნების ძალა თქვენს საყვარელ სასმელში.

სასიამოვნო სიახლე

სოკოს ყავის მირთმევა უკვე მალე შეგეძლებათ ყავის ბარში CORA, რომლის კონცეფციაც შთაგონებულია გაზაფხულის და მიწათმოქმედების ქალღმერთით.

📍 მისამართი: სანკტ-პეტერბურგის ქ. 6, სასტუმრო Heritage-ის შიდა ეზო https://maps.app.goo.gl/2WX5NB7i98FbXc576

https://www.facebook.com/CORAcoffeebar

ყავა და ჯანსაღი დაბერება — ახალი კვლევა ქალებისთვის სასარგებლო შედეგებს აჩვენებს.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში ჩატარდა, საშუალო ასაკში დღეში 1-დან 3 ჭიქამდე ყავის მოხმარება შეიძლება ჯანსაღ დაბერებასთან იყოს დაკავშირებული.

კვლევა 32 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 47,000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ქალებს, ვინც რეგულარულად სვამდნენ ყავას, 70 წლის ასაკის შემდეგ უკეთესად შეუნარჩუნდათ:

მენტალური ჯანმრთელობა

ქრონიკული დაავადებებისგან დაცულობა

მახვილი გონება

დადგინდა, რომ ყავა მკაფიოდ უკავშირდება ამ პოზიტიურ შედეგებს. ამასთან, გაზიანი სასმელები პირიქით — ასოცირებული იყო უარყოფით შედეგებთან, როგორებიცაა ქრონიკული დაავადებები და დაბერების დაჩქარება.

რა უნდა გვახსოვდეს?
მიუხედავად ყავის სასარგებლო თვისებებისა, ექსპერტები ზომიერებას გვირჩევენ. კოფეინისადმი მგრძნობელობა ინდივიდუალურია და შეიძლება გენეტიკაზეც იყოს დამოკიდებული. უმჯობესია ყავის მოხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის — სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის და მავნე ჩვევებისგან თავის შეკავების — ფონზე.

CORA – ახალი, ელეგანტური ყავის ბარი თბილსიში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ!
ყავის ბარი კორა მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან ყავას, დახვეწილ გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს.

🔹 რატომ CORA?
კორა უნიკალური გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არომატული ესპრესო, პირველი ქართული კაპუჩინო, ცნობილი ალკოჰოლური კოქტეილები და სხვა სპეციალური სასმელები, რომლებიც განსაკუთრებით ქალბატონების გემოვნებაზეა მორგებული.

კაპურჩხელა – პირველი ქართული კაპუჩინო, მხოლოდ კორაში!

გარდა ყავისა, კორამ ღვინის მოყვარულებისთვისაც შექმნა გამორჩეული ატმოსფერო – ბარში შეგიძლიათ გასინჯოთ მეღვინეობა ჩელთის საუკეთესო ქართული წითელი და თეთრი ღვინოები, მათ შორის საფერავი, მუკუზანი, ტვიში, ქისი და სხვა.

🌟 CORA-ს ატმოსფერო და კონცეფცია

კორა არის დედა-ბუნების ქალღმერთი, რომელმაც დედამიწას სილამაზე მოჰგვარა. ქალის მტკიცე, ნათელი, ცოცხალი სახე. მისი ხასიათის გამოხატულებაა ყავის მარცვალი. თითოეული ჭიქა ყავით ამ ყავის ბარის სტუმრები კორას სიახლოვეს იგრძნობენ – უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლების განმაახლებელ ენერგიას.

კორას კონცეფცია შექმნილია თანამედროვე და დამოუკიდებელი ქალებისთვის. აქაური ინტერიერი კომფორტული და ელეგანტურია – იდეალური ადგილია სამუშაოდ, მეგობრებთან შეხვედრისთვის ან უბრალოდ განსატვირთად.

📍 სად მდებარეობს CORA?

ბარი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და მარტივად მისადგომია. კორა გელოდებათ ყოველდღიურად, რათა გაგიმრავალფეროვნოთ დღე შესანიშნავი ყავით და სასიამოვნო გარემოთი.

მისამართი: სანკტ-პეტერბურგის ქ. 6, სასტუმრო Heritage Hotel & Suites-ის შიდა ტერიტორია
👉 https://maps.app.goo.gl/BuiVeBnpKTdWdMC89

📲 გამოიწერეთ CORA!

სიახლეების გასაგებად და საინტერესო აქციებისთვის გამოიწერეთ CORA Instagram-სა და Facebook-ზე 👉 https://www.facebook.com/CORAcoffeebar

➡ დაელოდე განსაკუთრებულ დღეებს CORA-ში!

Belmio-ს მიზანია, შეგიქმნათ და შეგინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა მთელი დღე. ვინ შეძლებს ამას ყველაზე უკეთ, თუ არა ბელგიელები, ხალხი, ცნობილი შოკოლადით, ლუდით, ვაფლით, მუსიკალური ფესტივალებით. სწორედ „ევროპის დედაქალაქში“ იხალება ყავა Belmio და მიდის ყველასთან მთელს მსოფლიოში, მოდის თქვენამდე.

ცხოვრების გაადვილების მსურველებო, Belmio გთავაზობთ ყავას ალუმინის კაფსულებში, რომლებიც თავსებადია Nespresso Original-ის სტანდარტის აპარატებთან, ანუ ევროპული ფორმატის კაფსულებია, როგორც ჩვენთან ამ სტანდარტს მოიხსენიებენ.

Belmio-ს ყავის ბლენდები იქმნება საუკეთესო ჯიშის არაბიკას და რობუსტას ყავის მარცვლებისგან მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებიდან. მწარმოებელი კომპანია ფოკუსირდება მომხმარებელთა ინდივიდუალურ გემოვნებაზე და ამიტომ, მისი პროდუქტები გამოირჩევა გემოთა მრავალფეროვნებით. მხედველობაში იქონიეთ, ყავის სხვადასხვა გემო მიიღება არომატიზატორების დამატების, ხოლო უკოფეინო პროდუქტები ქიმიური დამუშავების გარეშე.

ამჟამად, Coffeehub.ge-ზე Belmio შემდეგი ყავის კაფსულებითაა წარმოდგენილი:

yava belmioBelmiosYava

გირჩევთ, ყველა დააგემოვნოთ და სულ მცირე ერთი მათგანი თქვენი რჩეული გახდება. Belmio-ს ყავის კაფსულებზე კორპორატიულ კლიენტებს განსაკუთრებული პირობები ექნებათ, მათ შორის, უკვე Belmio-ს ყავის მარცვლებზეც!

და ბოლოს, რა არის Belmio-ში ასეთი, რომ მთელს მსოფლიოში უყვართ? ის არის პოზიტიური ენერგია თითოეულ ჭიქაში, შთამაგონებელი არომატები, რომლებიც დიდხანს ნარჩუნდება, პრემიუმ ხარისხი ალუმინის კაფსულებში, მხიარულება, პასუხისმგებლობა*, ამბიცია და ‘made in Belgium’.

Cafés Richard ფრანგულ გასტრონომიულ ტრადიციებზე დაფუძნებული ნამდვილი ფრანგული სტილის ყავის მოხალვის სახლია.

Cafés Richard გულდასმით ირჩევს ყავის მარცვლებს მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებიდან.

ერთიანი და დაბალანსებული პროდუქტის მისაღებად მოხალვის წინ, სახეობისა და ადგილწარმოშობის გათვალისწინებით, ხდება სხვადასხვა ტიპის მარცვლების შეზავება. ის დახელოვნებულია დელიკატური ფრანგული მოხალვის მეთოდიკაში, რაც გამოიხატება ყავის მარცვლის საშუალო – მსუბუქ მოხალვაში, მოხალვის ამგვარი პროცესი გასაქანს აძლევს განსაკუთრებულ არომატებს და ქმნის სრულყოფილ ბალანსს თითოეულ ფინჯანში.

კაფე რიჩარდმა ასევე მოწონება დაიმსახურა კლასიკური და მცენარეული ჩაის შესანიშნავი ასორტიმენტისთვის. ტრადიციული გემოები და უგემრიელესი ინოვაციები ახარებს მათ, ვისაც სწყურია სიმშვიდე და კეთილდღეობა.

მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაამყარა Cafés Richard-ის, როგორც დარგის ექსპერტის პოზიცია საფრანგეთში

გარდა ექსკლუზიური ნარევებისა და სუფთა წარმოშობის ყავის კოლექციისა, კლასიკური და მცენარეული ჩაის, Cafés Richard გთავაზობთ ასევე შოკოლადებს.

ხარისხის სერთიფიკატები: პასუხისმგებელი ქმედებები ყოველდღე. Cafés Richard-ის მაღალი ხარისხი დადასტურებულია 3 ძირითადი სერთიფიკატით:

  • ISO 9001 ვერსია 2008 სერტიფიკატი (Gennevilliers ყავის შემწვარი საიტი), გაცემული AFNOR სერთიფიკატის მიერ, აღიარებს მუდმივ გაუმჯობესებას, რაც Cafés Richard-მა განახორციელა ხარისხის სისტემაში. ეს არის არსებითი აღიარება, რომელიც გარანტიას იძლევა ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების მუდმივ ერთგულებას.
  • FLO-CERT ადასტურებს, რომ Cafés Richard აკმაყოფილებს სამართლიანი ვაჭრობის სტანდარტებს და აწარმოებს პროდუქტებს, რომლებიც გარანტირებულია სამართლიანი ვაჭრობის ეტიკეტით.
  • Cafés Richard-ის ორგანული პროდუქტების ასორტიმენტი იზრდება, მათ შორის ყავა, ჩაი, მცენარეული ჩაი და თანმხლები კერძები. ეს არის ძალიან პოპულარული მიდგომა, რადგან ის აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოლოდინებს, რომლებიც სულ უფრო მეტად იზიდავენ სოციალურად პასუხისმგებელ პროდუქტებს.
  • ბიო ორგანული ეტიკეტი არ არის მხოლოდ დედამიწის რესურსების პატივისცემა. ის ასევე ვრცელდება მიწაზე მომუშავე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და მომხმარებელთა კეთილდღეობაზე.
  • ECO-CERT ადასტურებს, რომ ორგანული პროდუქტები, რომლებსაც Cafés Richard აწარმოებს, შეესაბამება ჩარჩოს და რომ Cafés Richard ასევე იცავს ორგანული სოფლის მეურნეობის ოფიციალურ წესებს ყავის ტრანსფორმაციის პროცესში.

ისიამოვნეთ Cafés Richard-ის პროდუქციის ასორტიმენტით Coffeehub.ge-ზე!

რამდენი ხანია, რაც იცით რა არის ყავის კაფსულა? დიდი მადლობა ერთ ქართულ კომპანიას, რომ ქართველებს ყავის კაფსულები გაგვაცნო. როგორც ქალბატონი ბელა ქაძანაია იტყოდა, თბილისელებს ტორტის ჭამა მე დავაწყებინეო. აგერ, უკვე 8 წელია, რაც ბელას ტორტი არ მიჭამია და მოდით, ყავის კაფსულებშიც ცოტა წინ წავიწიოთ.

არ არსებობს „ევროპული ფორმატი“. შეიძლება მალე მსოფლიომ აღიაროს, მაგრამ არც „ამერიკული ფორმატი“ არსებობს. არსებობს მხოლოდ შემდეგი სისტემის ყავის კაფსულები:

ბევრი პირველად გესმით, ხომ? როცა ქალაქს ტორტის ჭამას აწყებინებ, არჩევანით რომ არ დააბნიო, შეიძლება მხოლოდ შოკოლადის და ხილის ტორტი შესთავაზო. ამ შემთხვევაში არც ხილი და არც შოკოლადი არ არსებობს. არსებობს ევროპულად მოხსენიებული ესპრესო და ამერიკულად მოხსენიებული ამერიკანო. იცით რა განსხვავებაა ამ ორს შორის? ჩაუმატეთ ესპრესოს ცხელი წყალი და მიიღებთ ამერიკანოს. ამიტომ, თუ ჭიქაში ბევრი ყავის სიყვარულის გამო „ამერიკულ ფორმატზე“ შეარჩიეთ არჩევანი, როგორც K-Cup® Pods-ის ალტერნატივა, მე თუ მკითხავთ, ერთგვარ ხრიკს წამოეგეთ და მხოლოდ 1 მომწოდებელზე დარჩით დამოკიდებული. არა, ორზე, კიდევ ერთმა კომპანიამ, თქვენი მოთხოვნით, „ამერიკული ფორმატის“ კაფსულების გამოშვება დაიწყო. ამიტომ, თუ ამჟამად ასეთი კითხვა გაქვთ, ევროპული თუ ამერიკული, დაუფიქრებლად ევროპული უნდა აირჩიოთ.

ახლა ყველაფრის სწორი სახელით მოხსენიება ვისწავლოთ. „ევროპული ფორმატი“ არის NESPRESSO®-ს სტანდარტის ყავის კაფსულა, რომლითაც შეგიძლიათ ესპრესო მოამზადოთ. საიდან გაჩნდა ESPRESSO-ს წინ N? უბრალოდ საქმე გვაქვს უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციასთან სახელად Nestlé, ეგ არის და ეგ. რატომ უნდა აირჩიოთ NESPRESSO®? იმიტომ, რომ თქვენ გექნებათ ყავის აპარატების დიდი არჩევანი, ამ აპარატებზე თავსებადი ყავის კაფსულების ყველაზე დიდი არჩევანი, უგემრიელესი ესპრესოს მომზადების საშუალება და თუ ამერიკანო ასე გიყვართ, შეგიძლიათ მას უბრალოდ წყალი დაამატოთ.

ჩვენს საიტზე, coffeehub.ge, NESPRESSO®-ს სტანდარტის ყავის კაფსულების ყველაზე დიდი არჩევანია და თქვენი ყავის როგორი ერთგულიც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, ამ სივრცეში ყველაზე გემრიელი აღმოჩენები შეგიძლიათ გააკეთოთ!

თქვენს “ევროპული ფორმატის” ყავის აპარატზე თავსებადია:

და ჩვენ მიერ შემოთავაზებული არჩევანი მუდმივად გაფართოვდება!

ყავა ჩვევა არ არის, მაგრამ…

საუკეთესო ყავაც ჩვევად იქცევა, როცა სიახლეს არ ეძებ!

ჩვენი მიზანია, ყველაზე დიდი არჩევანი შევთავაზოთ კლიენტებს.

ყავის მომწოდებლების მიზანია, მაქსიმალურად მათზე დამოკიდებულნი გახადონ კლიენტები და შეუზღუდონ არჩევანი, გახადონ ისინი მათ მიმართ ვალდებულნი ისეთი სერვისების შეთავაზებით, როგორიცაა აპარატის უფასოდ დადგმა თუ სხვა.
ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ჩვენ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ვემსახურებით კლიენტებს და ვთავაზობთ მთავარს – არჩევანს.

პერიოდულად იმპორტთან დაკავშირებული თუ სხვა ხარვეზების გამო მომწოდებლებს პროდუქტის მარაგი უმთავრდებათ და ყავის გარეშე ტოვებენ მათთან ვალდებულების მქონე კომპანიებს.
ჩვენთან არასდროს იჩენს თავს ასეთი პრობლემები, რადგან გთავაზობთ დივერსიფიცირებულ პაკეტებს – ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ობიექტური გარემოებისა თუ კლიენტის სუბიექტური მოთხოვნისადა გამო, a პროდუქტის ჩანაცვლება შეიძლება b-თი.

თუ ჩვენს საიტზე თქვენს რჩეულ ბრენდს ვერ აღმოაჩენთ, აუცილებლად გვაცნობეთ! ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ახალ პარტნიორებს, და ეს მხოლოდ დასაწყისია!

არჩევანის ფუფუნების საპირწონე, მიწოდების პროცესის ვადებია, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სივრცე, მარაგების შესაქმნელად. კლიენტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და 2-3 სამუშაო დღით ადრე დააფიქსირონ შეკვეთა.

შესყიდვის მინიმალური რაოდენობა? შეზღუდვები ვადებზე? ჩვენ ვთანამშრომლობთ შეზღუდვების გარეშე! ერთობლივად შევქმნათ თქვენზე მორგებული შეთავაზება ყველა პარამეტრით, მოგვწერეთ: sales@coffeehub.ge

შეუკვეთეთ ნებისმიერი ყავა (კაფსულა, მარცვალი) ზამთრის სამივე თვეში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) და მიიღეთ ფასდაკლება:

დეკემბერში – 5%,

იანვარში – 10% და

თებერვალში – 15%-ის ოდენობით.

ყურადღებით გაეცანით წესებს:

1. ფასდაკლების ვაუჩერის მისაღებად მოგვწერეთ ტექსტი: „მინდა ვაუჩერი“ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: coffeehub.ge@gmail.com

2. პასუხად დეკემბერში მოგივათ 5%-იანი ფასდაკლების კოდი, რომელიც შეკვეთის გვერდზე თქვენს კალათაში განთავსებულ ყველა ყავის პროდუქტს (კაფსულა, მარცვალი) დააკლებს ღირებულების 5%-ს;

3. მხოლოდ დეკემბერში 5%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შემთხვევაში, 1-ელ იანვარს, იმავე საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც იგივე წესებით შეგეძლებათ, ერთჯერადად, იანვარში;

4. მხოლოდ იანვარში 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შემთხვევაში, 1-ელ თებერვალს, იმავე საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ 15%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც იგივე წესებით შეგეძლებათ, ერთჯერადად, თებერვალში;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასდაკლების ვაუჩერი ფასს ვერ დააკლებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შეკვეთის განხორციელების მომენტში ისედაც ფასდაკლებაში იქნება. თქვენ შეზღუდული არ ხართ ყოველ თვე შეკვეთების რაოდენობაში, თუმცა ვაუჩერების გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად შეგეძლებათ.

გელოდებით!

0