ანგარიში

პაროლის აღდგენა

მოდით პირველ რიგში გავიგოთ ან გავიხსენოთ, რა არის მოკა და ფრანგული პრესი. ამაში ჩვენი მოკლე სტატიები დაგეხმარებათ:

გეიზერული ყავის მადუღარა – მოკა

ფრანგული პრესის უპირატესობები

რაც შეეხება თქვენი ამ გვერდზე გადმოსვლის მთავარ მიზეზს, კიდევ ერთხელ უყურეთ ჩვენს სახალისო ვიდეორგოლს, ამჯერად უკვე YouTube-ზე, და გაუზიარეთ მისი ბმული მეგობრებსაც: https://youtu.be/3A_YUHzr-Dg

როგორც ამ ვიდეოში ნახავდით, ისეთი ბრენდების გვერდით, როგორებიცაა Bialetti და Gipfel ჩვენთან უკვე წარმოდგენილია მოკას და ფრენჩ-პრესის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელები:

3 ჭიქიანი მოკა 21 ლარად

6 ჭიქიანი მოკა 24 ლარად

600 მილილიტრიანი ფრენჩ-პრესი 25 ლარად

1 ლიტრიანი ფრენჩ-პრესი 27 ლარად

რომელი მოკა ან ფრენჩ-პრესიც არ უნდა შეიძინოთ, ჩვენ მას უფასოდ მოგიტანთ ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებში, ხოლო დანარჩენ უბნებში და რეგიონებში მინიმალურ ფასად. ასევე, ვეცდებით, რომ ყავაზე საუკეთესო ფასი შემოგთავაზოთ და სპეციალურად თქვენთვის დავამზადებთ 10%-იან ფასდაკლების მრავალჯერად ვაუჩერებს, რომლებიც მოქმედი იქნება 3 თვის განმავლობაში.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ყავის სმის კულტურის განვითარებას საქართველოში და თუ დღემდე მხოლოდ თურქული ან ხსნადი ყავით იყავით გატაცებული, ყავის სმის ტრადიციის გასაუმჯობესებლად ყველაზე კარგი პირობები ახლა გაქვთ.

ფანტასტიკური ყავის შემოქმედის, მარტივი და ხელმისაწვდომი ფრანგული პრესის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ცნობები არსებობს, მაგრამ ფაქტია, თანამედროვე ფრანგული პრესის მსგავსი ყავის აპარატი პირველად 1929 წელს იტალიელმა ატილიო კალიმანიმ დააპატენტა. მაშ, რატომ ქვია მას ფრანგული? ბევრი ამბობს, რომ ამ მეთოდით ყავის მომზადება საფრანგეთში, 1800-იან წლებში დაიწყეს და მოგვიანებით, ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს მილიონობით ყავის გურმანი მთელ მსოფლიოში სწორედ ფრანგული პრესით ამზადებს უგემრიელეს ყავას.

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მათი შეხედულება ყავაზე 2012 წელს Starbucks-ის დირექტორმაც გაამყარა, როცა განაცხადა, რომ საუკეთესო ყავა სახლში ფრანგული პრესით მზადდება. რა თქმა უნდა, ამას ობიექტური ახსნაც მოეძებნება, ყავის მომზადების ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, ფრანგული პრესის მოხმარებისას ყავის ეთერზეთების უმეტესობა სასმელში გადადის. შედეგი უფრო ინტენსიური და მდიდარი არომატია.

მოკლედ: უმაღლესი ხარისხის ყავა თქვენს ჭიქაში მეტი ნატურალური ეთერზეთით, კომპაქტური და შედარებით იაფი მოწყობილობა, რომელიც დენს არ მოიხმარს და შეგიძლიათ თან წაიღოთ ქალაქიდან გასვლისას (ამ შემთხვევაში მაინც უფრო მოკას გირჩევთ), რა შეიძლება მივიჩნიოთ მის მინუსად? არც არაფერი, უბრალოდ ავტომატურ აპარატებთან შედარებით ცოტა მეტი დრო და შრომა გჭირდებათ. შეგეშინდათ? აბა, კითხვა გააგრძელეთ, სინამდვილეში რა მარტივია.

როგორ მოვამზადოთ ყავა ფრანგული პრესით?

  1. ფრანგული პრესის წინასწარ შესათბობად გამოავლეთ ის ცხელი წყლით და იგივე უქენით ჭიქას, რომლითაც ყავის მირთმევას აპირებთ.
  2. საუკეთესო შედეგისთვის თავად დაფქვით ყავის მარცვლები ზღვის მარილის გრანულების ზომაზე. გამოიყენეთ 8 გრამი/1 სუფრის კოვზი ყავა ყოველ 88-118 მლ. წყალზე (გირჩევთ გამოიყენოთ გაფილტრული ან ბოთლის წყალი).
  3. აადუღეთ წყალი და გააჩერეთ 30-45 წამით.
  4. ჩაყარეთ ყავა ცარიელ ფრანგულ პრესში და დაასხით ადუღებული წყალი. მოურიეთ და დარწმუნდით, რომ ყავის ყველა ნაწილაკი წყლით გაიჟღინთა.
  5. დააფარეთ სახუტავი ამოწეული დგუშით და დატოვეთ ასე 4 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ, ხელის ნელი მიყოლებით დაიყვანეთ დგუში ძირამდე.
  6. დაისხით ყავა და ისიამოვნეთ!

ჯერ არ მოგეპოვებათ სახლში ფრანგული პრესი? ჩვენ აქ რისთვის ვართ? იხილეთ: ფრანგული პრესი

არჩევანი საუკეთესო საჩუქარია და თუ თქვენს მეგობარსყავა უყვარს, ახლავე გეტყვით, რატომ უნდა აჩუქოთ მას Coffeehub.ge-ის სასაჩუქრე ვაუჩერი.

პირველ რიგში ჩვენ თქვენ გთავაზობთ შეუზღუდავ არჩევანს. სტანდარტული პაკეტების ნაცვლად – 50 ლარიანი ვაუჩერი, 100 ლარიანი ვაუჩერი, 200 ლარიანი ვაუჩერი და ა.შ. – თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხა, ჩვენ დავაგენერირებთ შესაბამისი ღირებულების ელექტრონულ ვაუჩერს და ოლა, უხაროდეს მეგობარს.

როგორც გითხარით ამ ვაუჩერის მთავარი უპირატესობა არჩევანია. არ იცით რომელი ყავა უყვარს? თვითონ აირჩიოს. იცით რომელიც უყვარს? იქნებ დროა რამე ახალი გასინჯოს? და საერთოდ, ყავის გარდა საიტზე ისეთი კატეგორიებიც გვაქვს, როგორებიცაა ჭურჭელი, აქსესუარები და ყავის აპარატები, სადაც მალე ბევრად უფრო მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. მოკლედ, თქვენი მეგობარი, რომლის გახარებაც ასე ძალიან გინდათ, აუცილებლად შეარჩევს ჩვენთან საჩუქარს, თქვენ ოღონდ ვაუჩერი აჩუქეთ.

სასაჩუქრე ვაუჩერი არის კოდი, რომელიც მომხმარებელმა პროდუქტის კალათაში დამატების შემდეგ კალათის გვერდზე უნდა გაააქტიუროს, რის შემდეგაც ფასი დაკორექტირდება ანუ გამოაკლდება ვაუჩერის ღირებულება, რომელიც თქვენი სურვილით 1 ლარიდან 10 000 ლარამდე შეიძლება იყოს.

მაგალითად Bialetti-ის 102 ლარიან მოკა ექსპრესზე, რომელიც ყავის მოყვარულებისთვის ძალიან კარგი საჩუქარია, ჩვენ გავააქტიურეთ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, რის შემდეგაც გადასახდელიდაგვრჩა მხოლოდ 2 ლარი.

Coffeehub.ge-ის სასაჩუქრე ვაუჩერი ელექტრონულია და ის ელ-ფოსტის მისამართზე pdf ფორმატში იგზავნება. მისი გააქტიურება შეიძლება საიტზე რეგისტრაციის გარეშეც, გამოყენების ვადა კი 3 თვით განისაზღვრება.

რაღას ფიქრობთ? ყავა მოქმედებისკენ გვიბიძგებს! დაგვიკავშირდით ახლავე და ერთად გავახაროთ ამ საჩუქრით თქვენი ყავის მოყვარული მეგობრები!

557 768 768; coffeehub.ge@gmail.com

ასე ეწოდება საპორტო ქალაქს იემენში, რომელიც XV-XVIII საუკუნეებში ყავით ვაჭრობის მთავარი ადგილი იყო. ეს macchinetta del caffè (ყავის აპარატი იტალიურად) 1933 წელს იტალიელი ინჟინრების ლუიჯი დე პონტის და ალფონსო ბიალეტის მიერ შეიქმნა. ეს ოჯახი თითქმის საუკუნის შემდეგაც ამ პროდუქტის ყველაზე ცნობილ მწარმოებლად გვევლინება. მათ ლოგოზე გამოსახული “l’omino coi baffi” (კაცი ულვაშით) ალფონსოს შვილი, რენატოა, რომელმაც მოკას ცნობადობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის 2016 წლის 11 თებერვალს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ფერფლი სამგლოვიარო ცერემონიისას სწორედ მოკაში მოათავსეს.

მოკა არის იტალიური კულტურის ნაწილი, რომელიც, როგორც ამბობენ, 10-დან 9 იტალიურ ოჯახში მოიპოვება. XX საუკუნის საუკეთესო იტალიურ გამოგონებათა ათეულში შესვლა და მისი დიზაინის შედევრად აღიარება, ალბათ, საკმარისი არ აღმოჩნდება, რომ ის თქვენს სამზარეულოშიც მოხვდეს. მაშ, რით არის გამორჩეული მოკა და რატომ უნდა აირჩიოთ ის თუ მთელი ცხოვრება ხსნადი ან თურქული ყავის იქით არ გაგიხედავთ და ახლა კარგი ყავის გემოს ეძებთ? მოკლედ რომ ვთქვათ იმიტომ, რომ მოკა არის კომპაქტური და სხვა ალტერნატივებთან შედარებით ეკონომიური ყავის მადუღარა, ესპრესოს მსგავს ინტენსიურ, ძლიერ ყავას მარტივად და მცირე დროში მოგიმზადებთ.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მარტივია, მაინც მთავარია პრაქტიკა და რაც არ უნდა კარგად აგიხსნათ ყველაფერი, სასურველ შედეგს მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღებთ. მოკასთვის რეკომენდირებულია გამოვიყენოთ საშუალოზე მუქი და მუქი მოხალვის ყავის მარცვლები, რომლებიც არც ძალიან წვრილად უნდა იყოს დაფქვილი და არც კლასიკურად საშუალოდ.

თავად მადუღარა 3 ნაწილისგან შედგება: ქვედა ნაწილში ვასხავთ წინასწარ გაცხელებულ წყალს; ვაფარებთ მეორე, ფილტრიან ნაწილს, სადაც უკვე დაფქვილი ყავა უნდა ეყაროს და ბოლოს ვამაგრებთ ზედა ნაწილს (ფრთხილად იყავით, ხელი არ დაიწვათ თუ ქვედა ნაწილში ცხელი წყალი გისხიათ), რომელიც რა თქმა უნდა სუფთა უნდა იყოს ყოველი მომზადებისას. დადგით გამაცხელებელზე და დატკბით იმის ცქერით, თქვენი ყავის გეიზერი როგორ იფრქვევა.

რას ელოდებით? იხილეთ გეიზერული ყავის მადუღარების არჩევანი ჩვენთან და აირჩიეთ, რომელიც თქვენს სამზარეულოს ყველაზე მეტად მოუხდება. მოკათი მომზადებულ ყავას ძალიან უხდება რძე. ჩვენი რჩევაა, მოკათი ყავის მომზადებისას რძე ფრანგული პრესით ააქაფოთ და სრულყოფილი სახე მიცეთ თქვენს ყავას!

ცილინდრის ფორმის პატარა კაფსულებში მოქცეული წვრილად დაფქვილი ყავა ზუსტი გრამაჟობით და ალუმინის ფოლგით ჰერმეტიზებული, რომელიც ფორმატის მიხედვით განსხვავებულ ზომებში, გემოთი და მასალით იწარმოება. ყავის კაფსულების გლობალური ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან: Nespresso, Keurig, Gloria jean’s Coffees, Nescafe (Nestle), Lavazza, Starbucks, Bestpresso, Kissmeorganics, Gourmesso და სხვა. $4 მილიარდიანი და სწრაფად მზარდი ბაზრის ისტორია 1986 წელს დაიწყო, როცა თანამშრომლის ერიკ ფავრეს იდეას კომპანია Nestle-ს ხელმძღვანელობამ შანსი მისცა. მოგვიანებით საოფისე პროდუქტის მარკეტინგული პოზიციონირება შეიცვალა და ის გახდა ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება იმისთვის, რომ პროფესიონალურად მომზადებული ესპრესო სახლშიც დააგემოვნონ. გაჩნდა ახალი პატენტები და ბრენდებს შორის გაჩაღდა კონკურენცია, გაიზარდა არჩევანი და ძალიან რთული გახდა იმ კომფორტზე უარის თქმა, რასაც ყავის კაფსულა გვთავაზობს.

ყავის კაფსულების დიდი ნაწილი ალუმინისგან და პლასტმასისგან მზადდება, ეს მასალები არ არის ბიოდეგრადირებადი და ზიანს აყენებს გარემოს. ამრიგად, პასუხისმგებელი ხელისუფლებები და საზოგადოება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება, მაგრამ, ამასთანავე ახალი პროდუქტით მიღებული კომფორტიც, უბიძგებენ ყავის კომპანიებს, იმუშაონ ახალი, ინოვაციური, ბიოდეგრადირებადი მასალის შექმნაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ ყავას ხარისხი და გემოვნური თვისებები კაფსულაშიც შეუნარჩუნონ. ასეთი პროდუქტი უკვე არსებობს და ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაშიც ხელმისაწვდომია.

უკვე წაიკითხეთ ჩვენი სტატია „ხსნადი თუ დაფქვილი“? მაშინ არ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ საერთოდ რა საჭიროა ყავის კაფსულა, რადგან ის აერთიანებს ამ ორივე პროდუქტის დადებით თვისებებს და თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე წამში სწორად მოამზადოთ ესპრესო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

თუ ყავის აპარატის ყიდვა გადაწყვიტეთ ფასი ის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა, რომელიც კაფსულის აპარატს მარცვალზე მომუშავე ყავის აპარატთან შედარებით გააჩნია, მაგრამ კაფსულის ფასიდან გამომდინარე თითო ჭიქა ყავა შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ. თუ მაინც კაფსულის აპარატზე შეაჩერებთ არჩევანს, უნდა გადაწყვიტოთ, რომელი სტანდარტის კაფსულის აპარატი გინდათ, მაგალითად Nespresso®, Lavazza BLUE®, Caffitaly®, Nescafe Dolce Gusto® თუ სხვა. თქვენი არჩევანი შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ როგორი ყავა გიყვართ, თუმცა გეტყვით, რომ კაფსულებში ყველაზე გავრცელებული ფორმატია 37 მმ. დიამეტრის მქონე ევროპული კაფსულები, იგივე Nespresso®. შესაბამისად, თუ შეიძენთ ნესპრესოს სტანდარტის ყავის აპარატს, მაგ შემთხვევაში ყავაში დიდი არჩევანი გექნებათ და ერთი მომწოდებლის პროდუქციაზე არ იქნებით დამოკიდებული.

დანარჩენ სტანდარტებს სხვა სტატიებში განვიხილავთ, მანამდე კი შეავლეთ თვალი ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილ Nespresso®-ს სტანდარტის ყავის კაფსულებს და შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი.

ხსნადი ყავა დავლიოთ თუ დაფქვილი? თუ თქვენთვის მთავარია ფასი, დრო და სიმარტივე, ალბათ ხსნად ყავაზე შეაჩერებთ არჩევანს, ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს ნატურალური, არომატული და ხარისხიანი, მაშინ გირჩევთ, მარცვალი აირჩიოთ. ცალკე სტატია მიეძღვნება ყავის კაფსულას, რომელიც დაფქვილ ყავას უბრუნებს დროისა და სიმარტივის უპირატესობას, მაგრამ თან ახლავს ისეთი დიდი უარყოფითი თვისება, როგორიცაა გარემოსადმი მიყენებული ზიანი, რაც შესაფუთი მასალების დამსახურებაა.

ყავას რომ არაერთი სარგებელი მოაქვს ვიცით, მაგრამ ყველა ყავა სასარგებლოა? აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტების რაოდენობა ორივე ყავაში თითქმის თანაბარია. ხსნადი ყავის შემთხვევაში მცირე ჩამორჩენა გვაქვს ვიტამინებსა და მინერალებში. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ მხრივ კალიუმია, რომელსაც დაფქვილი ყავა თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ხსნადი.

კოფეინის შემცველობაშიც გარკვეული სხვაობა გვაქვს. 1 ჭიქა ხსნადი ყავისგან მომზადებულ სასმელში საშუალოდ 30-90 მგ კოფეინია, დაფქვილი ყავის შემთხვევაში კი 60-დან 180 მგ-მდე. ასეთი სურათი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ რობუსტას ყავის მარცვალი, რომელსაც ხსნადი ყავის მისაღებად იყენებენ, არომატულ არაბიკაზე თითქმის 60%-ით მეტ კოფეინს შეიცავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხსნადი ყავა ნატურალური ყავის ექსტრაქტისგან მიიღება და დამუშავების პროცესში ხშირად ხელოვნურ დანამატებს ურევენ, რის გამოც მავნე ნივთიერებების შემცველობის ალბათობა ასეთ ყავაში დაფქვილთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მეტია

ვაღიაროთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხსნად ყავაზე ვაჩერებთ ხოლმე არჩევანს სასმელის რაოდენობაა, ყავის სმის პროცესი ხომ სასიამოვნო რიტუალია, რომელიც ასე ძალიან გვინდა, რომ დიდხანს გაგრძელდეს. თუ სრულფასოვნად გსურთ ყავის არომატის შეცნობა, ნატურალური ყავის მომზადების არაერთი მეთოდი არსებობს, რომლებზეც სხვა სტატიებში ვისაუბრებთ და გირჩევთ გაეცნოთ მათ. ნატურალური ყავის მომზადებაც სასიამოვნო რიტუალია, რომელიც უფრო მეტ დროს მოითხოვს ვიდრე ხსნადი ყავის გაკეთება, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ქართული ანდაზა გვეუბნება – ვინც მოითმენს, ის მოიგებს!

ამ სტატიაზე მუშაობისას რამდენიმე სტატისტიკურ ინფორმაციას გავეცანით. მათგან ორს წარმოგიდგენთ:

⦁ მსოფლიოს შვიდი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი;

⦁ ქვეყნები, სადაც კაცზე ყველაზე მეტ ყავას მოიხმარენ: ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია.

დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის მირთმევა ბედნიერების გარანტი არ არის, მაგრამ თუ ასე ჯერ კიდევ არ იქცევით და თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაძლევთ ამის საშუალებას, სცადეთ, განა პირველად ახლა იგებთ, რომ წარმატების საიდუმლო პატარა ჩვევებია, რომლებიც ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ. ყავის რიტუალი ერთ-ერთი მათგანია. რა თქმა უნდა ამას ობიექტური მიზეზიც აქვს სახელად კოფეინი, რომელიც თავს უფრო ბედნიერად გაგრძნობინებთ და თუ თამამი გადაწყვეტილებების მიღების ინიციატივასაც გამოიჩენთ, მთლიანობაში ცხოვრების ხარისხი გაგიუმჯობესდებათ.
ყველასათვის ცნობილია, რომ კენკროვანი მცენარეები საუკეთესო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ყავაც ხილია, რომლის სამშობლოდაც ეთიოპიას მიიჩნევენ. დღეს ყავა მოჰყავთ 50-ზე მეტ ქვეყანაში: ბრაზილია, კოლუმბია, გვატემალა, კოსტა-რიკა, მექსიკა, პუერტო-რიკო, კენია, ეთიოპია, იემენი, ინდონეზია, ვიეტნამი და სხვა.
ყავის 120-მდე სახეობა არსებობს, რომელთაგან 2 მთლიან კომერციულ ბაზარს ქმნის: ყავის წარმოების დაახლოებით 70% არაბიკაზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30%-ს რობუსტაზე. ამ უკანასკნელს არომატულ არაბიკასთან შედარებით მეტი სიმწარე დაჰკრავს და დაახლოებით 60%-ით მეტ კოფეინს შეიცავს. ის ძირითადად ხსნადი ყავის გამოსაყვანად იხმარება, ასევე რობუსტასთან ერთად სხვადასხვა ბლენდის მისაღებად. რობუსტას უფრო მეტი მოსავლიანობა აქვს და უფრო იაფი ჯდება მისი მოყვანა, ამიტომ, არაბიკას მარცვლები შედარებით ძვირია.
მარცვლის ჯიშისა და წარმოშობის გარდა „არაბული ღვინის“ გემოს მარცვლის დამუშავების და მოხალვის ტექნოლოგია, დაფქვის დრო და ხარისხი განსაზღვრავს. პროცესინგი (მარცვლის დამუშავება) მშრალი (ნატურალური) ან სველი წესით ხდება. პირველის დროს მოკრეფილ მარცვლებს სწორ ზედაპირზე ყრიან გასანიავებლად და მზეზე აშრობენ, სველი დამუშავებისას კი მარცვლის გასუფთავება წყალში ხდება, სადაც ტოვებენ რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, ფერმენტაციის შემდეგ კვლავ წყალში ავლებენ და ჰაერზე აშრობენ. ამ გზით ძლიერი კონსისტენციის ყავა მიიღება მომატებული მჟავიანობით, ხოლო თუ უფრო მრავალფეროვანი გემო გირჩევნიათ ხილის ნოტაზე, მშრალი დამუშავებით მიღებული მარცვალი აირჩიეთ.
ყავის მოხალვა ხელოვნებაა. ნუ გიკვირთ, რომ საქართველოდან ყავა ექსპორტზე გადის. საბედნიეროდ ჩვენთანაც არიან კომპანიები, რომლებიც პროფესიონალი ტექნოლოგების ექსპერიმენტული შრომით უნიკალურ რეცეპტებზე გავიდნენ და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საქართველოში მოხალული ყავა გააქვთ. რაც უფრო დიდხანს იხალება ყავა, მით უფრო იზრდება სიმწარე და მცირდება მჟავიანობა. თქვენ რომელი გირჩევნიათ? მუქი, საშალო თუ ღია მოხალვა?
იყო დრო, როცა მხოლოდ თურქული ყავა გვეგონა ყავა. მეორე ხსნადი ყავის არსებობის შესახებ გავიგეთ, შემდეგ ესპრესო, კაპუჩინო, ფრანგული პრესი, ირლანდიური ყავა, მოკა, V60, იმდენი ყავის სახეობა და ყავის მომზადების მეთოდი არსებობს, რომ შეიძლება ცოტა დავიბნეთ, რომელიმე კომპანიის მიერ შემოთავაზებული კაფსულის აპარატი გვეჩვენოს მარტივ გამოსავლად და შევიძინოთ, მაგრამ მერე აღმოვაჩინოთ, რომ აქაც საქმე განსხვავებულ ზომებთან გვაქვს და დავრჩეთ ერთი მომწოდებლის ამარა. ამიტომ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, მოგვწერეთ და გიპასუხებთ, როცა დროს გამოვნახავთ.
თითოეულ საკითხზე და დანარჩენ დეტალებზე, რომლებზეც ჯერ არ გვისაუბრია, უახლოეს მომავალში ცალკე სტატა დაიწერება. თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და დაწერეთ კომენტარებში, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო თემა.

0