ანგარიში

პაროლის აღდგენა

თუ ყავა თქვენთვის მხოლოდ სასმელი არ არის და ის ისტორიის, ტრადიციისა და ინოვაციის ნაზავსაც წარმოადგენს, მაშინ თქვენ Caffe Molinari-ს სამყაროში ხართ.

Caffe Molinari არ არის უბრალოდ ყავა. ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაიბადა მოდენაში – ქალაქში, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია Ferrari-ს სისწრაფით, ლუჩანო პავაროტის ხმითა და საუკეთესო ბალზამიკოს გემოთი. სწორედ ამ გარემოში, 1804 წლიდან, მოლინარების ოჯახი ქმნის იტალიური ყავის ისტორიას.

ბრენდის ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რომ 1888 წელს ის სავოიის სამეფო კარის (Royal House of Savoy) ოფიციალურ მომწოდებლად დასახელდა. დღეს კი, ეს „სამეფო გემო“ საქართველოშიც ხელმისაწვდომია. Molinari არ არის მასპროდუქტი, ის არის არისტოკრატიული არჩევანი მათთვის, ვინც აფასებს სტაბილურობასა და მემკვიდრეობას.

რამ აქცია Caffe Molinari გლობალურ ბრენდად? პასუხი ინოვაციაშია. განსხვავებით სტანდარტული შეფუთვებისგან, Molinari-მ შექმნა რევოლუციური ტექნოლოგია – წნევის ქვეშ შეფუთვა (Pressurized Packaging). მათი ლეგენდარული „Cinque Stelle“ (ხუთი ვარსკვლავი) თუნუქის ქილები ყავას საშუალებას აძლევს არა უბრალოდ შეინახოს არომატი, არამედ „დამწიფდეს“ საკუთარ ეთერზეთებში, როგორც კარგი ღვინო. შედეგი? გახსნისას თქვენ გრძნობთ ზუსტად იმ არომატს, რაც ახლად მოხალულ მარცვალს აქვს იტალიურ საწარმოში.

Caffe Molinari-ს ბლენდები ხასიათდება იდეალური ტექსტურით, დაბალანსებული და ღრმა გემოთი. საქართველოში ბრენდი წარმოდგენილია ოთხი განსხვავებული ხასიათის ხაზით, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს თავის “იდეალურ ფინჯანს” აპოვნინებს:

100% Arabica – დახვეწილი ჰარმონია და ელეგანტური არჩევანი სუფთა გემოს მოყვარულთათვის. ბუნებრივი სიტკბო, ყვავილოვანი ნოტები და რბილი მჟავიანობა ქმნის არომატს, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.
Crema Tradizione – ხავერდოვანი კლასიკა ჭეშმარიტი იტალიური ესპრესო სქელი, მდიდარი კრემით. მისი სხეულიანი სტრუქტურა იდეალურია როგორც ესპრესოსთვის, ისე კაპუჩინოსა და ლატეს მოსამზადებლად.
Espresso Intenso – ენერგიის წყარო ძლიერი, მკვეთრი და გადამწყვეტი. მუქი მოხალვა და შოკოლადის ინტენსიური ნოტები გაძლევთ მყისიერ გამოფხიზლებას და ენერგიის მუხტს მთელი დღით.
Decaffeinato – თავისუფლება კოფეინისგან, სიამოვნება კომპრომისების გარეშე. სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული მარცვალი ინარჩუნებს ნამდვილი ყავის გემოსა და არომატს, უბრალოდ კოფეინის ეფექტის გარეშე.

რატომ ვირჩევთ Molinari-ს? იმიტომ, რომ 200 წელზე მეტია, ეს ოჯახი ამტკიცებს – ყავა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვევა. სავოიის სამეფო კარის ოფიციალური მომწოდებლის ტიტული კი შემთხვევით არავის ეძლევა.

Coffehub.ge გთავაზობთ შესაძლებლობას, თქვენს სახლებსა თუ ოფისებში შეიტანოთ ნამდვილი იტალიური ლეგენდა.

შეავსეთ ონლაინ განაცხადი და დაელოდეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ საიჯარო შეთავაზებას: https://coffeehub.ge/ijara/

ხსნადი ყავა დავლიოთ თუ დაფქვილი? თუ თქვენთვის მთავარია ფასი, დრო და სიმარტივე, ალბათ ხსნად ყავაზე შეაჩერებთ არჩევანს, ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს ნატურალური, არომატული და ხარისხიანი, მაშინ გირჩევთ, მარცვალი აირჩიოთ. ცალკე სტატია მიეძღვნება ყავის კაფსულას, რომელიც დაფქვილ ყავას უბრუნებს დროისა და სიმარტივის უპირატესობას, მაგრამ თან ახლავს ისეთი დიდი უარყოფითი თვისება, როგორიცაა გარემოსადმი მიყენებული ზიანი, რაც შესაფუთი მასალების დამსახურებაა.

ყავას რომ არაერთი სარგებელი მოაქვს ვიცით, მაგრამ ყველა ყავა სასარგებლოა? აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტების რაოდენობა ორივე ყავაში თითქმის თანაბარია. ხსნადი ყავის შემთხვევაში მცირე ჩამორჩენა გვაქვს ვიტამინებსა და მინერალებში. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ მხრივ კალიუმია, რომელსაც დაფქვილი ყავა თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ხსნადი.

კოფეინის შემცველობაშიც გარკვეული სხვაობა გვაქვს. 1 ჭიქა ხსნადი ყავისგან მომზადებულ სასმელში საშუალოდ 30-90 მგ კოფეინია, დაფქვილი ყავის შემთხვევაში კი 60-დან 180 მგ-მდე. ასეთი სურათი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ რობუსტას ყავის მარცვალი, რომელსაც ხსნადი ყავის მისაღებად იყენებენ, არომატულ არაბიკაზე თითქმის 60%-ით მეტ კოფეინს შეიცავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხსნადი ყავა ნატურალური ყავის ექსტრაქტისგან მიიღება და დამუშავების პროცესში ხშირად ხელოვნურ დანამატებს ურევენ, რის გამოც მავნე ნივთიერებების შემცველობის ალბათობა ასეთ ყავაში დაფქვილთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მეტია

ვაღიაროთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხსნად ყავაზე ვაჩერებთ ხოლმე არჩევანს სასმელის რაოდენობაა, ყავის სმის პროცესი ხომ სასიამოვნო რიტუალია, რომელიც ასე ძალიან გვინდა, რომ დიდხანს გაგრძელდეს. თუ სრულფასოვნად გსურთ ყავის არომატის შეცნობა, ნატურალური ყავის მომზადების არაერთი მეთოდი არსებობს, რომლებზეც სხვა სტატიებში ვისაუბრებთ და გირჩევთ გაეცნოთ მათ. ნატურალური ყავის მომზადებაც სასიამოვნო რიტუალია, რომელიც უფრო მეტ დროს მოითხოვს ვიდრე ხსნადი ყავის გაკეთება, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ქართული ანდაზა გვეუბნება – ვინც მოითმენს, ის მოიგებს!

ამ სტატიაზე მუშაობისას რამდენიმე სტატისტიკურ ინფორმაციას გავეცანით. მათგან ორს წარმოგიდგენთ:

⦁ მსოფლიოს შვიდი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი;

⦁ ქვეყნები, სადაც კაცზე ყველაზე მეტ ყავას მოიხმარენ: ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია.

დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის მირთმევა ბედნიერების გარანტი არ არის, მაგრამ თუ ასე ჯერ კიდევ არ იქცევით და თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაძლევთ ამის საშუალებას, სცადეთ, განა პირველად ახლა იგებთ, რომ წარმატების საიდუმლო პატარა ჩვევებია, რომლებიც ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ. ყავის რიტუალი ერთ-ერთი მათგანია. რა თქმა უნდა ამას ობიექტური მიზეზიც აქვს სახელად კოფეინი, რომელიც თავს უფრო ბედნიერად გაგრძნობინებთ და თუ თამამი გადაწყვეტილებების მიღების ინიციატივასაც გამოიჩენთ, მთლიანობაში ცხოვრების ხარისხი გაგიუმჯობესდებათ.
ყველასათვის ცნობილია, რომ კენკროვანი მცენარეები საუკეთესო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ყავაც ხილია, რომლის სამშობლოდაც ეთიოპიას მიიჩნევენ. დღეს ყავა მოჰყავთ 50-ზე მეტ ქვეყანაში: ბრაზილია, კოლუმბია, გვატემალა, კოსტა-რიკა, მექსიკა, პუერტო-რიკო, კენია, ეთიოპია, იემენი, ინდონეზია, ვიეტნამი და სხვა.
ყავის 120-მდე სახეობა არსებობს, რომელთაგან 2 მთლიან კომერციულ ბაზარს ქმნის: ყავის წარმოების დაახლოებით 70% არაბიკაზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30%-ს რობუსტაზე. ამ უკანასკნელს არომატულ არაბიკასთან შედარებით მეტი სიმწარე დაჰკრავს და დაახლოებით 60%-ით მეტ კოფეინს შეიცავს. ის ძირითადად ხსნადი ყავის გამოსაყვანად იხმარება, ასევე რობუსტასთან ერთად სხვადასხვა ბლენდის მისაღებად. რობუსტას უფრო მეტი მოსავლიანობა აქვს და უფრო იაფი ჯდება მისი მოყვანა, ამიტომ, არაბიკას მარცვლები შედარებით ძვირია.
მარცვლის ჯიშისა და წარმოშობის გარდა „არაბული ღვინის“ გემოს მარცვლის დამუშავების და მოხალვის ტექნოლოგია, დაფქვის დრო და ხარისხი განსაზღვრავს. პროცესინგი (მარცვლის დამუშავება) მშრალი (ნატურალური) ან სველი წესით ხდება. პირველის დროს მოკრეფილ მარცვლებს სწორ ზედაპირზე ყრიან გასანიავებლად და მზეზე აშრობენ, სველი დამუშავებისას კი მარცვლის გასუფთავება წყალში ხდება, სადაც ტოვებენ რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, ფერმენტაციის შემდეგ კვლავ წყალში ავლებენ და ჰაერზე აშრობენ. ამ გზით ძლიერი კონსისტენციის ყავა მიიღება მომატებული მჟავიანობით, ხოლო თუ უფრო მრავალფეროვანი გემო გირჩევნიათ ხილის ნოტაზე, მშრალი დამუშავებით მიღებული მარცვალი აირჩიეთ.
ყავის მოხალვა ხელოვნებაა. ნუ გიკვირთ, რომ საქართველოდან ყავა ექსპორტზე გადის. საბედნიეროდ ჩვენთანაც არიან კომპანიები, რომლებიც პროფესიონალი ტექნოლოგების ექსპერიმენტული შრომით უნიკალურ რეცეპტებზე გავიდნენ და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საქართველოში მოხალული ყავა გააქვთ. რაც უფრო დიდხანს იხალება ყავა, მით უფრო იზრდება სიმწარე და მცირდება მჟავიანობა. თქვენ რომელი გირჩევნიათ? მუქი, საშალო თუ ღია მოხალვა?
იყო დრო, როცა მხოლოდ თურქული ყავა გვეგონა ყავა. მეორე ხსნადი ყავის არსებობის შესახებ გავიგეთ, შემდეგ ესპრესო, კაპუჩინო, ფრანგული პრესი, ირლანდიური ყავა, მოკა, V60, იმდენი ყავის სახეობა და ყავის მომზადების მეთოდი არსებობს, რომ შეიძლება ცოტა დავიბნეთ, რომელიმე კომპანიის მიერ შემოთავაზებული კაფსულის აპარატი გვეჩვენოს მარტივ გამოსავლად და შევიძინოთ, მაგრამ მერე აღმოვაჩინოთ, რომ აქაც საქმე განსხვავებულ ზომებთან გვაქვს და დავრჩეთ ერთი მომწოდებლის ამარა. ამიტომ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, მოგვწერეთ და გიპასუხებთ, როცა დროს გამოვნახავთ.
თითოეულ საკითხზე და დანარჩენ დეტალებზე, რომლებზეც ჯერ არ გვისაუბრია, უახლოეს მომავალში ცალკე სტატა დაიწერება. თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და დაწერეთ კომენტარებში, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო თემა.

0