კორპორატიული შეთავაზება ოფისებისთვის
ყავა ჩვევა არ არის, მაგრამ…
საუკეთესო ყავაც ჩვევად იქცევა, როცა სიახლეს არ ეძებ!
ჩვენი მიზანია, ყველაზე დიდი არჩევანი შევთავაზოთ კლიენტებს.
ყავის მომწოდებლების მიზანია, მაქსიმალურად მათზე დამოკიდებულნი გახადონ კლიენტები და შეუზღუდონ არჩევანი, გახადონ ისინი მათ მიმართ ვალდებულნი ისეთი სერვისების შეთავაზებით, როგორიცაა აპარატის უფასოდ დადგმა თუ სხვა.
ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ჩვენ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ვემსახურებით კლიენტებს და ვთავაზობთ მთავარს – არჩევანს.
პერიოდულად იმპორტთან დაკავშირებული თუ სხვა ხარვეზების გამო მომწოდებლებს პროდუქტის მარაგი უმთავრდებათ და ყავის გარეშე ტოვებენ მათთან ვალდებულების მქონე კომპანიებს.
ჩვენთან არასდროს იჩენს თავს ასეთი პრობლემები, რადგან გთავაზობთ დივერსიფიცირებულ პაკეტებს – ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ობიექტური გარემოებისა თუ კლიენტის სუბიექტური მოთხოვნისადა გამო, a პროდუქტის ჩანაცვლება შეიძლება b-თი.
თუ ჩვენს საიტზე თქვენს რჩეულ ბრენდს ვერ აღმოაჩენთ, აუცილებლად გვაცნობეთ! ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ახალ პარტნიორებს, და ეს მხოლოდ დასაწყისია!
არჩევანის ფუფუნების საპირწონე, მიწოდების პროცესის ვადებია, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სივრცე, მარაგების შესაქმნელად. კლიენტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და 2-3 სამუშაო დღით ადრე დააფიქსირონ შეკვეთა.
შესყიდვის მინიმალური რაოდენობა? შეზღუდვები ვადებზე? ჩვენ ვთანამშრომლობთ შეზღუდვების გარეშე! ერთობლივად შევქმნათ თქვენზე მორგებული შეთავაზება ყველა პარამეტრით, მოგვწერეთ: sales@coffeehub.ge