ზრდადი ფასდაკლება ყავაზე მთელი ზამთარი

In ყავა

შეუკვეთეთ ნებისმიერი ყავა (კაფსულა, მარცვალი) ზამთრის სამივე თვეში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) და მიიღეთ ფასდაკლება:

დეკემბერში – 5%,

იანვარში – 10% და

თებერვალში – 15%-ის ოდენობით.

ყურადღებით გაეცანით წესებს:

1. ფასდაკლების ვაუჩერის მისაღებად მოგვწერეთ ტექსტი: „მინდა ვაუჩერი“ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: coffeehub.ge@gmail.com

2. პასუხად დეკემბერში მოგივათ 5%-იანი ფასდაკლების კოდი, რომელიც შეკვეთის გვერდზე თქვენს კალათაში განთავსებულ ყველა ყავის პროდუქტს (კაფსულა, მარცვალი) დააკლებს ღირებულების 5%-ს;

3. მხოლოდ დეკემბერში 5%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შემთხვევაში, 1-ელ იანვარს, იმავე საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც იგივე წესებით შეგეძლებათ, ერთჯერადად, იანვარში;

4. მხოლოდ იანვარში 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შემთხვევაში, 1-ელ თებერვალს, იმავე საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ 15%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც იგივე წესებით შეგეძლებათ, ერთჯერადად, თებერვალში;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასდაკლების ვაუჩერი ფასს ვერ დააკლებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შეკვეთის განხორციელების მომენტში ისედაც ფასდაკლებაში იქნება. თქვენ შეზღუდული არ ხართ ყოველ თვე შეკვეთების რაოდენობაში, თუმცა ვაუჩერების გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად შეგეძლებათ.

გელოდებით!